ექსპლუატაციაში ჩაშვება
- არ დატოვოთ ჩართული საზომი ინსტრუმენტი ყურადღების გარეშე და გამორთეთ ის გამოყენების შემდეგ. სხვა ადამიანები შესაძლოა დააბრმავოთ ლაზერული გამოსხივებით.
- დაიცავით საზომი ხელსაწყო ტენიანობისა და მზის პირდაპირი სხივებისგან.
- დაიცავით საზომი ხელსაწყო ექსტრემალური ტემპერატურებისა და ტემპერატურის ვარდნის ზემოქმედებისგან. მაგალითად, არ დატოვოთ დიდი ხნით ავტომობილში. ტემპერატურის მნიშვნელოვანი რყევის შემთხვევაში, გამოყენების დაწყებამდე, საზომ ხელსაწყოს მიეცით ტემპერატურის სტაბილიზაციის შესაძლებლობა. ექსტრემალურმა ტემპერატურებმა და ტემპერატურის ვარდნამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს საზომი ხელსაწყოს სიზუსტეზე.
- მოერიდეთ საზომი ხელსაწყოს ვარდნას და ძლიერ დარტყმებს. საზომ ხელსაწყოზე მძლავრი გარე ზემოქმედებების შემდეგ რეკომენდებულია მისი სიზუსტის შემოწმება, სანამ გააგრძელებთ მუშაობას ხელსაწყოთი იხ. სიზუსტის შემოწმება.
ჩართვა/გამორთვა
- დააჭირეთ ღილაკს , საზომი ხელსაწყოს და ლაზერის ჩასართავად.
- თქვენ შეგიძლიათ ჩართოთ საზომი ხელსაწყო ლაზერის გარეშე, ამისთვის დააჭირეთ ღილაკს .
- საზომი ხელსაწყოს გამოსართავად, დააყოვნეთ ღილაკი დაჭერილ მდგომარეობაში.
- მეხსიერებაში შენახული ხელსაწყოს მნიშვნელობები და დანაყენები შენარჩუნდება.