სიზუსტის შემოწმება
რეგულარულად შეამოწმეთ დახრის გაზომვის და მანძილის გაზომვის სისწორე (GLM 50-23 G).
მანძილის გაზომვის სიზუსტის შემოწმება
სიზუსტის შესამოწმებლად, გაზომვა უნდა შესრულდეს ხელსაყრელ პირობებში, ანუ მონაკვეთი უნდა იმყოფებოდეს სათავსოში და სამიზნეს ზედაპირი უნდა იყოს გლუვი და კარგად არეკვლადი (მაგალითად, თეთრი საღებავით შეღებილი კედელი).
- აირჩიეთ მონაკვეთი დაახლ. 3 – 10 მ სიგრძის, რომლის სიგრძე ზუსტადაა ცნობილი (მაგალითად, სათავსოს სიგანე, კარის ღიობი).
- გაზომეთ ფართობი ზედიზედ 10-ჯერ.
- ხელსაყრელ პირობებში ცალკეული გაზომვების შედეგების გადახრა ზუსტად ცნობილი მნიშვნელობიდან არ უნდა აღემატებოდეს ±2 მმ გაზომვის სრულ მონაკვეთზე. ჩაწერეთ გაზომვები, რათა სიზუსტე მოგვიანებით შედარდეს.
სიზუსტის შემოწმება და კალიბრირება დახრის კუთხის გაზომვისას (GLM 50-23 G)
- ამისთვის განათავსეთ საზომი ხელსაწყო მაგიდაზე და გაზომეთ დახრის კუთხე.
- მოაბრუნეთ საზომი ხელსაწყო 180°-ით და ისევ გაზომეთ დახრის კუთხე.
- გამოსახული მნიშვნელობის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს მაქს. 0,3°.
დიდი გადახრების შემთხვევაში საჭიროა საზომი ხელსაწყოს ხელახალი დაკალიბრება.
- დააჭირეთ ღილაკს , ძირითადი პარამეტრების მენიუს გასახსნელად.
- აირჩეთ და დაადასტურეთ არჩევანი, ღილაკზე დაჭერით.
- მიყევით მითითებებს დისპლეიზე.
- ტემპერატურის ძლიერი ცვლილებისა და რყევების შემდეგ, ჩვენ გირჩევთ სიზუსტის შემოწმებას და, საჭიროების შემთხვევაში, საზომი ხელსაწყოს დაკალიბრებას. ტემპერატურის მერყეობის შემთხვევაში, საზომ ხელსაწყოს მიეცით თავისი ტემპერატურის სტაბილიზაციის საშუალება სანამ, მოხდება მისი დაკალიბრება.