უსაფრთხოების ტექნიკის მითითებები საჭრელი ხერხით ლითონზე მუშაობისას
- აქსესუარების ნომინალური სიჩქარე, როგორც მინიმუმ უნდა უდრიდეს ელექტროხელსაწყოზე მითითებულ მაქსიმალურ სიჩქარეს.აქსესუარები, რომლებიც ნომინალურ სიჩქარეზე უფრო მაღალ სიჩქარეზე მუშაობენ შეიძლება გატყდნენ და გაფრინდნენ.
- თქვენი აქსესუარების გარე დიამეტრი და სისქე უნდა იყოს თქვენი ელექტროხელსაწყოს სიმძლავრის ფარგლებში.არასწორი ზომის აქსესუარები არ შეიძლება იყოს სათანადოდ დაცული ან კონტროლირებადი.
- ატარეთ პირადი დაცვის აღჭურვილობა. გამოყენების დანიშნულებიდან გამომდინარე, გამოიყენეთ სახის ფარი, დამცავი სათვალე ან უსაფრთხოების სათვალე. საჭიროების შემთხვევაში, ატარეთ მტვრისგან დამცავი ნიღაბი, სმენის დამცველები, ხელთათმანები და წინსაფარი, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს მცირე აბრაზიული ან სამუშაო ნაწილის ფრაგმენტები. თვალის დაცვას უნდა შეეძლოს შეაჩეროს სხვადასხვა ოპერაციების შედეგად წარმოქმნილი მფრინავი ნამსხვრევები. მტვრის ნიღაბს ან რესპირატორს უნდა შეეძლოს თქვენი ოპერაციით წარმოქმნილი ნაწილაკების ფილტრაცია. მაღალი ინტენსივობის ხმაურის ხანგრძლივმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს სმენის დაქვეითება.
- ყურადღება მიაქციეთ, რომ გარშემომყოფები თქვენი სამუშაო ზონიდან უსაფრთხო მანძილზე იყვნენ. თითეულს, ვინც შედის სამუშაო ზონაში, უნდა ეცვას ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. დასამუშავებელი დეტალის ფრაგმენტები ან მოტეხილი ცვლადი ინსტრუმენტები შესაძლოა გავარდეს და მიაყენოს ტრავმა უშუალოს სამუშაო ზონის გარეთაც კი.
- შემაერთებელი კაბელი გეჭიროთ მბრუნავი ინსტრუმენტისგან დაშორებით. თუ თქვენ დაკარგავთ ინსტრუმენტის კონტროლს, შემაერთებელი კაბელი შესაძლოა გადაიჭრას ან შეპყრობილ იქნას, ხოლო თქვენი მაჯა მოხვდეს მბრუნავ ცვლად ინსტრუმენტში.
- რეგულარულად გაწმინდეთ ელექტროხელსაწყოს საჰაერო ხვრელები. ძრავის ვენტილატორმა შეიძლება შეიწოვოს მტვერი კორპუსში და ლითონის ფხვნილის ზედმეტმა დაგროვებამ შესაძლოა გამოიწვიოს ელექტრული საფრთხე.
- არ იმუშაოთ ელექტროხელსაწყოთი აალებადი მასალების მახლობლად. არ ამუშაოთ ელექტროხელსაწყო წვად ზედაპირზე, როგორიცაა ხე. ნაპერწკლებმა შეიძლება აანთონ ეს მასალები.
- არ გამოიყენოთ აქსესუარები რომლებიც საჭიროებენ თხევად გამაგრილებლებს. წყლის ან სხვა თხევადი გამაგრილებლის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ელექტროდარტყმა ან შოკი.
- ყოველთვის გამოიყენეთ გამართული სწორი ზომის და ფორმის მომჭერი მილტუჩები თქვენს მიერ არჩეული სახერხი დისკისთვის. შესაბამისი მილტუჩები იჭერს სახერხ დისკს და, ამგვარად ამცირებს მისი გატეხვის საშიშროებას.
- სახერხი დისკები და მილტუჩები უნდა ზუსტად ეკვროდეს თქვენი ელექტროხელსაწყოს შპინდელს. ცვლადი ინსტრუმენტები, რომლებიც ზუსტად არ ეკვრის ელექტროხელსაწყოს შპინდელს, ბრუნავს არათანაბრად, ძალიან ძლიერად ვიბრირებს და შესაძლოა გამოიწვიოს კონტროლის დაკარგვა.
- არ გამოიყენოთ დაზიანებული სახერხი დისკები. ყოველი გამოყენების წინ შეამოწმეთ სახერხი დისკები ნახეთქებზე და ბზარებზე. ელექტროხელსაწყოს ან სახერხი დისკის დაზიანების შემთხვევაში შეამოწმეთ დისკი დაზიანებაზე ან გამოიყენეთ გამართული სახერხი დისკი. სახერხი დისკსი შემოწმების და დაყენების შემდეგ გარშემომყოფებთან ერთად მბრუნავი სახერხი დისკის ზონიდან გარეთ დადექით და ელექტროხელსაწყო ამუშავეთ მაქსიმალურ სიჩქარეზე ერთი წუთის განმავლობაში.ამ ტესტირების განმავლობაში დაზიანებული დისკები ზოგადად ტყდება.
უკუდარტყმა და შესაბამისი უსართხოების ტექნიკის მითითებები
უკუდარტყმა - ეს მოულოდნელი რეაქციია მბრუნავი სახერხი დისკის მოდების ან გაჭედვის შემთხვევაში.მოდება ან გაჭედვა იწვევს მბრუნავი ინსტრუმენტის მკვეთრ გაჩერებას.შედეგად უკონტროლო აბრაზიულ-საჭრელი მოწყობილობა ჩქარდება ოპერატორის მიმართულებით.
მაგალითად სახერხი დისკის დასამუშავებელ დეტალში გაჭედვის შემთხვევაში, სახერხი დისკის ნაწიბური, რომელიც დეტალში იძირება, შეიძლება მოედოს და, შედეგად ამოაგდოს სახერხი დისკი ან გამოიწვიოს უკუდარტყმა.ამასთან სახერხი დისკებიც შეიძლება გატყდეს.
უკუდარტყმა - ეს ელექტროხელსაწყოს არასწორი ან არამართებული გამოყენების შედეგია.ამის თავიდან აცილება შეგიძლიათ სიფრთხილის შესაბამისი ზომების მიღებით, როგორც ეს აღწერილია ქვევით.
- მჭიდროთ დაიჭირეთ ელექტროხელსაწყო და განათავსეთ თქვენი სხეული და მკლავი ისე, რომ გაუძლოთ უკუგდების ძალებს. ოპერატორს შეუძლია აკონტროლოს უკუგდების ძალები, თუ სწორი ზომები იქნება მიღებული.
- არ დადგეთ მბრუნავი სახერხი დისკის წინ და უკან. უკუდარტყმის შემთხვევაში აბრაზიულ-საჭრელი მოწყობილობა ზევით გადაადგილდება ოპერატორის მიმართულებით.
- არ გამოიყენოთ ჯაჭვური ან საჭრელი დისკი ხეზე, აგრეთვე სეგმენტირებული ალმასის დისკი 10 მმ-ზე მეტი სიგანით მანძილზე. მსგავსი ცვლადი ინსტრუმენტები ხშირად იწვევენ უკუდარტყმას ან ელექტროხელსაწყოს კონტროლის დაკარგვას.
- არ დაუშვათ სახერხი დისკის გაჭედვა ან ძალიან ძლიერი ზეწოლა. არ შეასრულოთ ძალიან ღრმა ჭრილები. სახერხი დისკის გადატვირთვა ზრდის მის ძაბვას და გადაღუნვისკენ ან გაჭედვისკენ მიდრეკილებას, შედეგად უკუდარტყმის ან დისკის გატეხვის ალბათობა იზრდება.
- თუ სახერხი დისკი გაიჭედა ან თქვენ წყვეტთ სამუშაოს, გამორთეთ ელექტროხელსაწყო და გეჭიროთ აბრაზიულ-საჭრელი მოწყობილობა, სანამ სახერხი დისკი არ გაჩერდება. არასოდეს არ სცადოთ გამოიღოთ მუშა სახერხი დისკი, ამან შესაძლოა გამოიწვიოს უკუდარტყმა. გამოარკვიეთ და აღმოფხვერით გაჭედვის მიზეზი.
- არ ჩართოთ ელექტროხელსაწყო, სანამ ის დასამუშავებელ დეტალშია. სანამ გააგრძელებთ ჭრას, სახერხ დისკს აცალეთ სრული სიჩქარის აკრეფა. წინააღმდეგ შემთხვევაში სახერხი დისკი შეიძლება გაიჭედოს, ამოვარდეს დასამუშავებელი დეტალიდან ან გამოიწვიოს უკუდარტყმა.
- დიდი დასამუშავებელი დეტალები მოათავსეთ საყრდენებზე, რათა შეამციროთ უკუდარტყმის რისკი სახერხი დისკის მოჭერის შედეგად. დიდი დასამუშავებელი დეტალები შეიძლება მოიღუნოს საკუთარი წონის ქვეშ. დასამუშავებელი დეტალი სახერხი დისკის ორივე მხრიდან უნდა გეჭიროთ, როგორც ხერხვის ხაზის სიგრძეზე, აგრეთვე ნაპირებზე.
- შეძლებისდაგვარად დასამუშავებელი დეტალი დააფიქსირეთ ჭახრაკში. თუ გიჭირავთ დასამუშავებელი დეტალი ხელით, ხელი უნდა იყოს მინიმუმ 100 მმ შორს სახერხი დისკის ნებისმიერი მხარედან. არ გამოიყენეთ ეს ხერხი დეტალების საჭრელად, როლებიც ძალიან პატარაა ჭახრაკში ჩაჭერისთვის ან ხელით დაჭერისთვის. როდესაც ხელი ძალიან ახლოს არის სახერხ დისკთან, იზრდება სახერხი დისკით ტრავმის მიღების საფრთხე.
- დასამუშავებელი დეტალი უნდა იყოს მდგრადი და ან ჩაჭერილი უნდა იყოს ჭახრაკში, ან მიჭერილი იყოს საყრდენზე და მაგიდაზე. არ ჩამოაცვათ დასამუშავებელი დეტალი სახერხ დისკზე და არასოდეს არ გახერხოთ საყრდენის გარეშე. დაუმაგრებელი დეტალი შესაძლოა მაღალი სიჩქარით გამოხტეს და მოგაყენოთ ტრავმები.
- ატარეთ ხერხი დასამუშავებელ დეტალზე. თავი აარიდეთ ხერხის დასამუშავებელ დეტალზე გაწვდომას. სახერხად აწიეთ სახერხი თავაკი და მოქაჩეთ დეტალზე, გახერხვის გარეშე. შემდეგ ჩართეთ ძრავა, მოატრიალეთ სახერხი თავაკი ქვევით და ხერხზე დაჭერით ატარეთ სახერხ დეტალზე. გამწევი მოწყობილობის ხერხვისას ჩნდება სახერხი დისკის დეტალს ზევით აწევის და ოპერატორის სერიოზული ტრავმირების საფრთხე ამომხტარი დისკით.
- არავითარ შემთხვევაში არ დადოთ ხელი ხერხვის ხაზზე, არც სახერხი დისკსი წინ, არც უკან. ძალიან სახიფათოა სახერხი დეტალის ჯვარედინად დაჭერა, ე.ი. მარცხენა ხელით სახერხი დისკის მარჯვნივ ხელმოკიდებით ან პირიქით.
- სახერხი დისკის ბრუნვის დროს არ მოჰკიდოთ ხელი საყრდენის უკანა მონაკვეთს. არავითარ შემთხვევაში არ მიუახლოვოთ ხელი მბრუნავ სახერხ დისკს 100 მმ-ზე ახლოს (ეს ეხება დისკის ორივე მხარეს). მბრუნავი სახერხი დისკის სახიფათო სიახლოვის ამოცნობა ძნელია, და თქვენ შესაძლოა მიიღოთ მძიმე ტრავმა.
- გახერხვის წინ შეამოწმეთ ნამზადი. თუ ის მოღუნულია ან დახრილი, საყრდენზე მიაჭირეთ მოღუნული მხარით გარეთ. აუცილებლად დარწმუნდით, რომ ხერხვის ხაზზე დეტალს, საყრდენს და მაგიდას შორის მანძილი არ არის. მოღუნული და დახრილი დეტალები შეიძლება გამრუდდეს და ხერხვისას სახერხი დისკის გადაადგილება გამოიწვიოს. გასახერხ დეტალში არ უნდა იყოს ლურსმნები და უცხო საგნები.
- ელექტროხელსაწყოს გამოყენება შეიძლება მხოლოდ მაგიდიდან ინსტრუმენტის ალაგების შემდეგ, მაგიდაზე მხოლოდ დასამუშავებელი დეტალი უნდა იყოს. წვრილი ნაგავი და სხვა საგნები სახერხ დისკთან შეხებისას შესაძლოა მაღალი სიჩქარით უკან გადახტეს.
- ერთ ჯერზე გახერხეთ თითო დეტალი. ჯგუფურად დადებული დეტალების სათანადოდ შეკვრა და დაჭერა ძნელია, ხერხვისას ისინი შესაძლოა გადაადგილდეს, სახერხი დისკი შესაძლოა გაიჭედოს.
- ელექტროხელსაწყოს გამოყენების წინ გააკონტროლეთ, რომ ის დგას მყარ თანაბარ ზედაპირზე.მყარი თანაბარი ზედაპირი ამცირებს ელექტროხელსაწყოს არასტაბილურობის რისკს.
- დაგეგმეთ თქვენი სამუშაო. სახერხი დისკის ან კვეთის კუთხის ყოველი დახრისას აკონტროლეთ რეგულირებადი საყრდენის სისწორე, აგრეთვე რომ დასამუშავებელ დეტალს ჰქონდეს საყრდენი, სახერხ ფირთან ან დამცავ ბუდესთან შეხების გარეშე. გამორთული მანქანით და მაგიდაზე დასამუშავებელი დეტალის გარეშე უნდა მოახდინოთ სახერხი დისკის სრული მჭრელი მოძრაობის იმიტაცია და დარწმუნდეთ, რომ დაბრკოლების და საყრდენში შერჭობის რისკი არ არსებობს.
- თუ დასამუშავებელი დეტალი განიერია ან გრძელია მაგიდის ზედაპირზე, უზრუნველყავით მისი საიმედო საყრდენი, მაგ.: მაგიდის დამაგრძელებელი ელემენტების ან საყრდენი ჩარჩოების დახმარებით. დეტალები რომლებიც უფრო გრძელია ან განიერი ელექტროხელსაწყოს მაგიდაზე, საყრდენის გარეშე შესაძლოა გადაყირავდეს. ამ შემთხვევაში ლითონის მოჭრილ ნაჭერს ან მთელ დასამუშავებელ დეტალს შეუძლიათ აწიონ ქვედა დამცავი ბუდე ან უკონტროლოდ გადახტეს მბრუნავი სახერხი დისკისგან.
- არ ჩართოთ სხვა ადამიანები მაგიდის დამაგრძელებელი ელემენტის დაყენების ნაცვლად, დაგრძელებული საყრდენის შესაქმნელად. დასამუშავებელი დეტალის საყრდენის არამდგრადობამ შეიძლება გამოიწვიოს სახერხი დისკის გაჭედვა. გარდა ამისა, ხერხვისას დეტალი შესაძლოა გადაადგილდეს და დამხმარეს ხელები შეიყოლოს მბრუნავ დისკში.
- მოჭრილი დეტალი არ მიაჭიროთ მბრუნავ დისკს. ადგილის უკმარისობის შემთხვევაში, მაგ.: გრძივი საყრდენების გამოყენებისას, მოჭრილი ნაჭერი შესაძლოა გაიჭედოს დისკში და მკვეთრად გავარდეს გვერდზე.
- სათანადო ფიქსაციისთვის მრგვალი კვეთის დეტალების მოჭრისას (მილების, წნელების და ა.შ.) ყოველთვის გამოიყენეთ ჭახრაკი ან შესაბამისი აღჭურვილობა. ჭრის დროს მორს შეუძლია დაგორება, რის შედეგად სახერხი დისკი შესაძლოა გაიჭედოს დეტალში, ხოლო თვით დეტალი ოპერატორის ხელთან ერთად შეიყოლოს დისკში.
- სანამ გაჭრით დეტალს, სახერხი დისკის ბრუნები მიიყვანეთ მაქსიმუმამდე. ეს შეამცირებს დეტალის ამოგდების რისკს.
- თუ დაიჭეჭყა დასამუშავებელი დეტალი ან გაიჭედა სახერხი დისკი, გამორთეთ ელექტროხელსაწყო. დაელოდეთ ყველა მოძრავი დეტალის სრულ გაჩერებას, ან გამოიღეთ კვების კაბელის ჩანგალი როზეტიდან ან გამოიღეთ აკუმულატორი (ან გამოიღეთ ორივე ერთად). შემდეგ მოაშორეთ ჩაჭეჭყილი მასალა. თუ გაჭედვის შემთხვევაში თქვენ გააგრძელებთ ხერხვას, შესაძლოა დაკარგოთ ელექტროხელსაწყოს კონტროლი და იგი დაზიანდეს.
- ხერხვის დასრულების შემდეგ აუშვით ამომრთველი, გეჭიროთ სახერხი თავაკი ქვევით და დაელოდეთ სახერხი დისკსი სრულ გაჩერებას, სანამ გამოიღებთ საჭრელ დისკს. ხელების მიახლოება სახერხ დისკთან ძალიან სახიფათოა.
- მაგრად გეჭიროთ ტარი, როდესაც ასრულებს სახერხ სამუშაოებს იატაკზე ან უშვებთ ამომრთველს, სანამ სახერხი თავაკი მიაღწევს მის ქვედა პოზიციას. ხერხის მამუხრუჭებელი მოქმედების გამო სახერხმა თავაკმა შესაძლოა ქვევით ჩამოიწიოს, რაც ქმნის ტრავმირების რისკს.
- არავითარ შემთხვევაში არ მოაშოროთ ნარჩენები და სხვა ხერხვის ზონას, ელექტროხელსაწყოს მუშაობის დროს. თავიდან ყოველთვის ინსტრუმენტის რიჩაგი გადაიყვანეთ დასვენების პოზიციაში და გამორთეთ ელექტროხელსაწყო.
- სამუშაოს დასრულების შემდეგ არ შეეხოთ სახერხ დისკს, სანამ არ გაცივდება. მუშაობის დროს სახერხი დისკი ძალიან ცხელდება.
- დაიცავით თქვენი სამუშაო ადგილის სისუფთავე. ნარევი მასალები განსაკუთრებით საშიშია. მსუბუქმა ლითონის მტვერმა შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი ან აფეთქება.
- არ გამოიყენოთ სახერხი დისკები მაღალლეგირებული სწრაფმჭრელი ფოლადისგან (HSS). მსგავსი დისკები შესაძლოა ადვილად გატყდეს.
- რეგულარულად შეამოწმეთ კაბელი და დაზიანებული კაბელი უნდა შეაკეთონ მხოლოდ ავტორიზებულმა Bosch-ის კლიენტთა ტექნიკური მომსახურების აგენტის მიერ. გამოცვალეთ დაზიანებული დამაგრძელებელი კაბელები. ეს უზრუნველყოფს ელექტროხელსაწყოს უსაფრთხოება.
- არ გამოიყენოთ ბლაგვი, გაბზარული, დეფორმირებული ან დაზიანებული სახერხი დისკები. სახერხ დისკებს რომლებსაც ბლაგვი ან არასწორად ორიენტირებული კბილანები აქვთ ძალიან ვიწრო ჭრილის გამო ეზრდებათ ხახუნი, დიდია დისკის გაჭედვის და უკუცემის რისკი.
- ყოველთვის გამოიყენეთ სწორი ზომის და ფორმის დანები (ალმასის ფორმის და არა მრგვალი). დანები, რომლებიც არ არის ხერხის სამაგრი მოწყობილობის თავსებადი, კარგავენ ცენტრირებას, რაც იწვევს კონტროლის დაკარგვას.
- დარწმუნდით, რომ დამცავი ბუდე გამართულად ფუნქციონირებს და თავისუფლად მოძრაობს. არასოდეს არ დააფიქსიროთ დამცავი ბუდე ღია მდგომარეობაში.
- ყოველთვის გაწმინდეთ იატაკი ლითონის ბურბუშელასგან და მასალის ნაჭრებისგან. შეიძლება მოსრიალდეთ ან წაიქცეთ.
- ელექტროხელსაწყო მხოლოდ მაშინ გამოიყენეთ, როდესაც მთელს სამუშაო ზედაპირზე, დასამუშავებელ დეტალამდე, არ არის არავითარი რეგულირების არჭურვილობა, ლითონის ბურბუშელა და ა.შ. ლითონის წვრილ ნაწილებს და სხვა საგნებს სახერხ დისკთან შეხებისას შეუძლიათ მაღალი სიჩქარით დააზიანონ ოპერატორი.
- არასოდეს დატოვოთ ხელსაწყო უყურადღებოდ სანამ ის სრულად გაჩერდება. ჯერ ისევ მომუშავე მჭრელმა ხელსაწყოებმა შეიძლება გამოიწვიოს დაზიანება.
- სახერხი დისკი მიიტანეთ დასამუშავებელ დეტალთან მხოლოდ ჩართული ხერხით. წინააღმდეგ შემთხვევაში სახერხი დისკის დასამუშავებელ დეტალში გაჭედვისას არსებობს უკუდარტყმის საშიშროება.
- არასოდეს დადგეთ ელექტროხელსაწყოზე. სერიოზული დაზიანებები შეიძლება მოხდეს ელექტროხელსაწყოს გადაბრუნების ან ხერხის პირთან უნებლიე კონტაქტის შემთხვევაში.
- გამოიყენეთ ელექტროხელსაწყო მხოლოდ მშრალი ჭრისთვის. ელექტროხელსაწყოში წყლის შესვლა ზრდის ელექტრული დენით დაზიანების რისკს.
- არასოდეს არ დაფაროთ გამაფრთხილებელი ფირფიტები ელექტროხელსაწყოზე.
- ელექტროხელსაწყო მოდის გაფრთხილების ნიშნით „საშიშროება. ლაზერული გამოსხივება“ (იხ. ცხრილი სიმბოლოები და მათი მნიშვნელობები").
არ მიმართოთ ლაზერის სხივი ადამიანებზე ან ცხოველებზე და არ შეხედოთ პირდაპირ ან არეკლილ ლაზერის სხივს. ამან შეიძლება დააბრმავოს ადამიანები, გამოიწვიოს უბედური შემთხვევა ან დააზიანოს თვალი. |
- არ შეიტანოთ რაიმე ცვლილებები ლაზერის მოწყობილობაში. თქვენ შეგიძლიათ უსაფრთხოდ გამოიყენოთ დაყენების პარამეტრები, რომლებიც აღწერილია ამ ექსპლუატაციის სახელმძღვანელოში.
- არ გამოიყენოთ სათვალეები ლაზერული ინსტრუმენტით სამუშაოდ (აქსესუარი) დამცავი სათვალეების სახით. ლაზერული ინსტრუმენტით მუშაობის სათვალეები უზრუნველყოფენ ლაზერული სხივის საუკეთესო მანძილს, მაგრამ არ იცავენ ლაზერული გამოსხივებისგან.
- არ გამოიყენოთ სათვალეები ლაზერული ინსტრუმენტით სამუშაოდ (აქსესუარი) მზის დამცავი სათვალეების სახით ან საჭესთან. ლაზერთან მუშაობის სათვალეები არ უზრუნველყოფენ სრულ უი-გამოსხივებისგან დაცვას და ამცირებს სწორი ფერების აღქმას.
- ფრთხილად – მართვის ან რეგულირების და პროცედურების შესრულების ელემენტების გამოყენება, რომლებიც განსხვავდება ამ სახელმძღვანელოში მითითებულისგან, შეიძლება გამოიწვიოს სახიფათო გამოსხივება.
- არ შეცვალოთ ჩაშენებული ლაზერი სხვა ტიპის ლაზერზე. ლაზერი, რომელიც არ არის შესაფერისი ამ ელექტროხელსაწყოსთვის, შესაძლოა სახიფათო იყოს ადამიანებისთვის.