მეხსიერების ფუნქცია
ყოველი ცალკეული გაზომვის მნიშვნელობა ან შედეგი ავტომატურად ინახება მეხსიერებაში. ბოლო 30 მნიშვნელობები (გაზომვების მნიშვნელობები ან საბოლოო შედეგები) შეინახება. თუ მეხსიერება სავსეა, ყველაზე ძველი მნიშვნელობა გადაიწერება. ყველაზე ძველი მნიშვნელობა ინახება მეხსიერებაში 1-ლი ნომრით, ყველაზე ახალი მნიშვნელობა იმყოფება პოზიციაში 30(30-ის ხელმისაწვდომი დამახსოვრებული მნიშვნელობებით).
- დააჭირეთ ღილაკს , ფუნქციების მენიუს გასახსნელად.
- აირჩიეთ მეხსიერების ფუნქცია და დაადასტურეთ არჩევანი, ღილაკზე დაჭერით.
- დისპლეიზე აისახება ბოლო მნიშვნელობა.
- დააჭირეთ ღილაკს ან შენახული მნიშვნელობების უკან გადასაფურცლად.
ზემოთ დისპლეიზე აისახება მეხსიერების უჯრედის ნომერი, მარცხნივ – გაზომვის რეჟიმის შესაბამისი სიმბოლო. თუ მეხსიერებაში არ არის მნიშვნელობები, ქვემოთ დისპლეიზე აისახება „0000“, ხოლო ზემოთ – „0“.
მეხსიერებაში შენახული მნიშვნელობების წაშლა
- ასახული მნიშვნელობის წასაშლელად, დააჭირეთ ღილაკს .
- დაადასტურეთ ღილაკზე დაჭერით.
ყველა შენახული მნიშვნელობის წასაშლელად, აირჩიეთ მენიუში ძირითადი პარამეტრები პუნქტი მეხსიერების გაწმენდა. იხ. მეხსიერების გაწმენდა