მეხსიერების ფუნქცია
ყოველი ცალკეული გაზომვის მნიშვნელობა ან შედეგი შეინახება მეხსიერებაში ავტომატურად.
GLM 50-22, GLM 50-25 G: ინახება ბოლო მნიშვნელობები 10 (გაზომვის მნიშვნელობა ან საბოლოო შედეგები).
GLM 50-23 G: ინახება ბოლო მნიშვნელობები 30 (გაზომვის მნიშვნელობა ან საბოლოო შედეგები).
თუ მეხსიერება სავსეა, ყველაზე ძველი მნიშვნელობა გადაიწერება. ყველაზე ძველი მნიშვნელობა მეხსიერებაში ნომერ 1-ით არის, ახალი მნიშვნელოვა - ნომრით 10/ 30 (10 / 30 შესაძლო შენახული მნიშვნელობების დროს).
- დააჭირეთ ღილაკს , ფუნქციების მენიუს გასახსნელად.
- აირჩიეთ მეხსიერების ფუნქცია და დაადასტურეთ არჩევანი, ღილაკზე დაჭერით.
- დისპლეიზე აისახება ბოლო მნიშვნელობა.
- დააჭირეთ ღილაკს ან შენახული მნიშვნელობების უკან გადასაფურცლად.
ზემოთ დისპლეიზე აისახება მეხსიერების უჯრედის ნომერი, მარცხნივ – გაზომვის რეჟიმის შესაბამისი სიმბოლო. თუ მეხსიერებაში არ არის მნიშვნელობები, ქვემოთ დისპლეიზე აისახება „0000“, ხოლო ზემოთ – „0“.
მეხსიერებაში შენახული მნიშვნელობების წაშლა
- ასახული მნიშვნელობის წასაშლელად, დააჭირეთ ღილაკს .
- დაადასტურეთ ღილაკზე დაჭერით.
ყველა შენახული მნიშვნელობის წასაშლელად, აირჩიეთ მენიუში ძირითადი პარამეტრები პუნქტი მეხსიერების გაწმენდა. იხ. მეხსიერების გაწმენდა