სიმბოლოები

თქვენი ელექტროხელსაწყოს გამოყენებისას შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს შემდეგი სიმბოლოები. დაიმახსოვრეთ ეს სიმბოლოები და მათი მნიშვნელობა. სიმბოლოების სწორად გაგება დაგეხმარებათ თქვენი ელექტროხელსაწყოს უკეთ და საიმედოდ გამოყენებაში.

სიმბოლოები და მათი მნიშვნელობები

კლასი 1
სამომხმარებლო ლაზერული პროდუქტი

ელექტროხელსაწყოს მუშაობისას არ შეყოთ ხელი ხერხვის ზონაში. სახერხ დისკთან შეხებისას წარმოიქმნება დაზიანების რისკი.

გამოიყენეთ მტვრის საწინააღმდეგო რესპირატორი.

გამოიყენეთ დამცავი სათვალე.

ატარეთ სმენის ორგანოების დამცავი საშუალებები. ხმაურის ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს სმენის დაკარგვა.

სახიფათო მონაკვეთი! შეძლებისდაგვარად შორს გეჭიროთ მაჯები, თითები და ხელები ამ მონაკვეთისგან.

არ შეყოთ თითები კრონშტაინის მოძრავ დეტალებში. თითები შეიძლება ჩაიჭედოს და სერიოზულად დაზიანდეს.

დაიცავით სახერხი დისკის ზომები (სახერხი დისკის დიამეტრი D, ნახვრეტის დიამეტრი d). ნახვრეტის დიამეტრი d უნდა იყოს ხელსაწყოს შპინდელის თავსებადი ღრეჩოს გარეშე. გადამყვანის გამოყენების საჭიროების შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ, რომ გადამყვანის ზომები შეესაბამებოდეს დისკის ტანის სისქეს და სახერხი დისკის ნახვრეტის დიამეტრს, და ასევე ხელსაწყოს შპინდელის დიამეტრს. შეძლებისდაგვარად, გამოიყენეთ სახერხ დისკთან ერთად მოწოდებული გადამყვანები.

სახერხი დისკის დიამეტრი D უნდა შეესაბამებოდეს მონაცემებს სიმბოლოზე.

იხ. აგრეთვე „შესაბამისი სახერხი დისკების ზომები“ განყოფილებაში „ტექნიკური მონაცემები“.

ელექტროხელსაწყოს ტრანსპორტირებისას მოკიდეთ ხელი მხოლოდ ამ აღნიშნულ ადგილებს (ხელის მოსაკიდებელი ჩაღრმავებები) ან გადასატან სახელურს.

არასოდეს არ გადაიტანოთ ელექტროხელსაწყო სახელურით კრონშტაინზე.

ლაზერის ჩართვა

მომჭერი სახელური გაშვებულია:

შესაძლებელია ხერხვის ვერტიკალური კუთხეების დაყენება.

მოსაჭერი სახელური ჩაჭერილია:

მოძრავ კრონშტაინზე გამოტანილი ხერხვის ვერტიკალური კუთხის მნიშვნელობა შენარჩუნდება.

აჩვენებს მოქმედებათა თანმიმდევრობას ხერხვის ვერტიკალური კუთხის დაყენებისას.
1. გაუშვით ხელი მომჭერ სახელურს
2. ოდნავ დახარეთ კრონშტაინი მარცხნივ
3. საბრუნი სახელურით დააყენეთ ხერხვის ვერტიკალური კუთხეების საჭირო დიაპაზონი

საბრუნ სახელურზე ხერხვის ვერტიკალური კუთხეების დიაპაზონების დაყენება:

სახერხი დისკის დახრა მარცხნივ (45° ... 0°)

სახერხი დისკის დახრა მარჯვნივ (0° ... 45°)

კრონშტაინის დახრის მთელი დიაპაზონი (–47° ... +47°)