უსაფრთხოების ტექნიკის მითითებები ირიბი ჭრის ტორსირებით მუშაობისას
- ირიბი ჭრის ტორსირებები გათვალისიწებულია ხის და ანალოგიური მასალის სახერხად, არ შეიძლება მათი გამოყენება ლითონის ღერძების, მილების, ქანჩების და ა.შ. საჭრელად. აბრაზიული მტვერი იწვევს მოძრავი დეტალების ბლოკირებას, როგორიცაა ქვედა დამცავი ბუდე. ხერხვისას წარმოქმნილი ნაპერწკლები წვავს ქვედა დამცავ ბუდეს, ჩასასმელ ფირს და სხვა პლასტმასის დეტალს.
- შეძლებისდაგვარად დასამუშავებელი დეტალი დააფიქსირეთ ჭახრაკში. თუ გიჭირავთ დასამუშავებელი დეტალი ხელით, ხელი უნდა იყოს მინიმუმ 100 მმ შორს სახერხი დისკის ნებისმიერი მხარედან. არ გამოიყენეთ ეს ხერხი დეტალების საჭრელად, როლებიც ძალიან პატარაა ჭახრაკში ჩაჭერისთვის ან ხელით დაჭერისთვის. როდესაც ხელი ძალიან ახლოს არის სახერხ დისკთან, იზრდება სახერხი დისკით ტრავმის მიღების საფრთხე.
- დასამუშავებელი დეტალი უნდა იყოს მდგრადი და ან ჩაჭერილი უნდა იყოს ჭახრაკში, ან მიჭერილი იყოს საყრდენზე და მაგიდაზე. არ ჩამოაცვათ დასამუშავებელი დეტალი სახერხ დისკზე და არასოდეს არ გახერხოთ საყრდენის გარეშე. დაუმაგრებელი დეტალი შესაძლოა მაღალი სიჩქარით გამოხტეს და მოგაყენოთ ტრავმები.
- ატარეთ ხერხი დასამუშავებელ დეტალზე. თავი აარიდეთ ხერხის დასამუშავებელ დეტალზე გაწვდომას. სახერხად აწიეთ სახერხი თავაკი და მოქაჩეთ დეტალზე, გახერხვის გარეშე. შემდეგ ჩართეთ ძრავა, მოატრიალეთ სახერხი თავაკი ქვევით და ხერხზე დაჭერით ატარეთ სახერხ დეტალზე. გამწევი მოწყობილობის ხერხვისას ჩნდება სახერხი დისკის დეტალს ზევით აწევის და ოპერატორის სერიოზული ტრავმირების საფრთხე ამომხტარი დისკით.
- არავითარ შემთხვევაში არ დადოთ ხელი ხერხვის ხაზზე, არც სახერხი დისკსი წინ, არც უკან. ძალიან სახიფათოა სახერხი დეტალის ჯვარედინად დაჭერა, ე.ი. მარცხენა ხელით სახერხი დისკის მარჯვნივ ხელმოკიდებით ან პირიქით.
- სახერხი დისკსი ბრუნვის დროს არ მოჰკიდოთ ხელი საყრდენის უკანა მონაკვეთს. არავითარ შემთხვევაში არ მიუახლოვოთ ხელი მბრუნავ სახერხ დისკს, მაგ.: ნახერხის მოსაშორებლად, 100 მმ-ზე ახლოს (ეს ეხება დისკის ორივე მხარეს). მბრუნავი სახერხი დისკის სახიფათო სიახლოვის ამოცნობა ძნელია, და თქვენ შესაძლოა მიიღოთ მძიმე ტრავმა.
- გახერხვის წინ შეამოწმეთ ნამზადი. თუ ის მოღუნულია ან დახრილი, საყრდენზე მიაჭირეთ მოღუნული მხარით გარეთ. აუცილებლად დარწმუნდით, რომ ხერხვის ხაზზე დეტალს, საყრდენს და მაგიდას შორის მანძილი არ არის. მოღუნული და დახრილი დეტალები შეიძლება გამრუდდეს და ხერხვისას სახერხი დისკის გადაადგილება გამოიწვიოს. გასახერხ დეტალში არ უნდა იყოს ლურსმნები და უცხო საგნები.
- ხერხის გამოყენება შეიძლება მხოლოდ მაგიდიდან ინსტრუმენტის ალაგების შემდეგ, ნახერხი და ა.შ.; მაგიდაზე მხოლოდ დასამუშავებელი დეტალი უნდა იყოს. წვრილი ნაგავი, ხის დაუმაგრებელი ნაჭრები და სხვა საგნები სახერხ დისკთან შეხებისას შესაძლოა მაღალი სიჩქარით უკან გადახტეს.
- ერთ ჯერზე გახერხეთ თითო დეტალი. ჯგუფურად დადებული დეტალების სათანადოდ შეკვრა და დაჭერა ძნელია, ხერხვისას ისინი შესაძლოა გადაადგილდეს, სახერხი დისკი შესაძლოა გაიჭედოს.
- ირიბი ჭრის ტორსირების გამოყენების წინ გააკონტროლეთ, რომ ის დგას მყარ თანაბარ ზედაპირზე.მყარი თანაბარი ზედაპირი ამცირებს ირიბი ჭრის ტორსირების მდგრადობის რისკს.
- დაგეგმეთ თქვენი სამუშაო. სახერხი დისკის ან კვეთის კუთხის ყოველი დახრისას აკონტროლეთ რეგულირებადი საყრდენის სისწორე, აგრეთვე რომ დასამუშავებელ დეტალს ჰქონდეს საყრდენი, სახერხ ფირთან ან დამცავ ბუდესთან შეხების გარეშე. გამორთული მანქანით და მაგიდაზე დასამუშავებელი დეტალის გარეშე უნდა მოახდინოთ სახერხი დისკის სრული მჭრელი მოძრაობის იმიტაცია და დარწმუნდეთ, რომ დაბრკოლების და საყრდენში შერჭობის რისკი არ არსებობს.
- თუ დასამუშავებელი დეტალი განიერია ან გრძელია მაგიდის ზედაპირზე, უზრუნველყავით მისი საიმედო საყრდენი, მაგ.: მაგიდის დამაგრძელებელი ელემენტების ან საყრდენი ჩარჩოების დახმარებით. დეტალები რომლებიც უფრო გრძელია ან განიერი ირიბმჭრელი ტორსირების მაგიდაზე, საყრდენის გარეშე შესაძლოა გადაყირავდეს. ამ შემთხვევაში მოჭრილ ნაჭერს ან მთელ დასამუშავებელ დეტალს შეუძლიათ აწიონ ქვედა დამცავი ბუდე ან უკონტროლოდ გადახტეს მბრუნავი სახერხი დისკისგან.
- არ ჩართოთ სხვა ადამიანები მაგიდის დამაგრძელებელი ელემენტის დაყენების ნაცვლად, დაგრძელებული საყრდენის შესაქმნელად. დასამუშავებელი დეტალის საყრდენის არამდგრადობამ შეიძლება გამოიწვიოს სახერხი დისკის გაჭედვა. გარდა ამისა, ხერხვისას დეტალი შესაძლოა გადაადგილდეს და დამხმარეს ხელები შეიყოლოს მბრუნავ დისკში.
- მოჭრილი დეტალი არ მიაჭიროთ მბრუნავ დისკს. ადგილის უკმარისობის შემთხვევაში, მაგ.: გრძივი საყრდენების გამოყენებისას, მოჭრილი ნაჭერი შესაძლოა გაიჭედოს დისკში და მკვეთრად გავარდეს გვერდზე.
- სათანადო ფიქსაციისთვის მრგვალი კვეთის დეტალების მოჭრისას (მილების, წნელების და ა.შ.) ყოველთვის გამოიყენეთ ჭახრაკი ან შესაბამისი აღჭურვილობა. ჭრის დროს მორს შეუძლია დაგორება, რის შედეგად სახერხი დისკი შესაძლოა გაიჭედოს დეტალში, ხოლო თვით დეტალი ოპერატორის ხელთან ერთად შეიყოლოს დისკში.
- სანამ გაჭრით დეტალს, სახერხი დისკის ბრუნები მიიყვანეთ მაქსიმუმამდე. ეს შეამცირებს დეტალის ამოგდების რისკს.
- თუ დაიჭეჭყა დასამუშავებელი დეტალი ან გაიჭედა სახერხი დისკი, გამორთეთ ხერხი. დაელოდეთ ყველა მოძრავი დეტალის სრულ გაჩერებას, გამოიღეთ კვების კაბელის ჩანგალი როზეტიდან ან გამორთეთ აკუმულატორი. შემდეგ მოაშორეთ ჩაჭეჭყილი მასალა. თუ გაჭედვის შემთხვევაში თქვენ გააგრძელებთ ხერხვას, შესაძლოა დაკარგოთ კონტროლი, ხოლო ხერხი დაზიანდეს.
- ხერხვის დასრულების შემდეგ აუშვით ამომრთველი, გეჭიროთ სახერხი თავაკი ქვევით და დაელოდეთ სახერხი დისკსი სრულ გაჩერებას, სანამ გამოიღებთ საჭრელ დისკს. ხელების მიახლოება სახერხ დისკთან ძალიან სახიფათოა.
- მაგრად გეჭიროთ ტარი, როდესაც ასრულებს სახერხ სამუშაოებს იატაკზე ან უშვებთ ამომრთველს, სანამ სახერხი თავაკი მიაღწევს მის ქვედა პოზიციას. ხერხის მამუხრუჭებელი მოქმედების გამო სახერხმა თავაკმა შესაძლოა ქვევით ჩამოიწიოს, რაც ქმნის ტრავმირების რისკს.
- დაიცავით თქვენი სამუშაო ადგილის სისუფთავე. ნარევი მასალები განსაკუთრებით საშიშია. მსუბუქმა ლითონის მტვერმა შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი ან აფეთქება.
- არ გამოიყენოთ ბლაგვი, გაბზარული, დეფორმირებული ან დაზიანებული სახერხი დისკები. სახერხ დისკებს რომლებსაც ბლაგვი ან არასწორად ორიენტირებული კბილანები აქვთ ძალიან ვიწრო ჭრილის გამო ეზრდებათ ხახუნი, დიდია დისკის გაჭედვის და უკუცემის რისკი.
- არ გამოიყენოთ სახერხი დისკები მაღალლეგირებული სწრაფმჭრელი ფოლადისგან (HSS). მსგავსი დისკები შესაძლოა ადვილად გატყდეს.
- ყოველთვის გამოიყენეთ შესაბამისი ზომის და შესაბამისი დასაჯდომი ხვრელით სახერხი დისკები (მაგ.: რომბისებრი ან მრგვალი). დისკები რომლებიც არ ერგება ხერხის სამონტაჟო დეტალებს, ტრიალებს დარტყმებით, რაც იწვევს კონტროლის დაკარგვას.
- არავითარ შემთხვევაში არ მოაშოროთ ნაჭრები, ბურბუშელა და სხვა ხერხვის ზონას, ელექტროხელსაწყოს მუშაობის დროს. თავიდან ყოველთვის ინსტრუმენტის რიჩაგი გადაიყვანეთ დასვენების პოზიციაში და გამორთეთ ელექტროხელსაწყო.
- სამუშაოს დასრულების შემდეგ არ შეეხოთ სახერხ დისკს, სანამ არ გაცივდება. მუშაობის დროს სახერხი დისკი ძალიან ცხელდება.
- ფრთხილად – მართვის ან რეგულირების და პროცედურების შესრულების ელემენტების გამოყენება, რომლებიც განსხვავდება ამ სახელმძღვანელოში მითითებულისგან, შეიძლება გამოიწვიოს სახიფათო გამოსხივება.
- არ შეცვალოთ ჩაშენებული ლაზერი სხვა ტიპის ლაზერზე. ლაზერი, რომელიც არ არის შესაფერისი ამ ელექტროხელსაწყოსთვის, შესაძლოა სახიფათო იყოს ადამიანებისთვის.
- არ შეიტანოთ რაიმე ცვლილებები ლაზერის მოწყობილობაში. თქვენ შეგიძლიათ უსაფრთხოდ გამოიყენოთ დაყენების პარამეტრები, რომლებიც აღწერილია ამ ექსპლუატაციის სახელმძღვანელოში.
არ მიმართოთ ლაზერის სხივი ადამიანებზე ან ცხოველებზე და არ შეხედოთ პირდაპირ ან არეკლილ ლაზერის სხივს. ამან შეიძლება დააბრმავოს ადამიანები, გამოიწვიოს უბედური შემთხვევა ან დააზიანოს თვალი. |
- არასოდეს არ დაფაროთ გამაფრთხილებელი ფირფიტები ელექტროხელსაწყოზე.