ტრანსპორტირება (იხ. სურ. Z)
ელექტროხელსაწყოს ტრანსპორტირებამდე შეასრულეთ შემდეგი:
- გაწიეთ კრონშტაინი (27) საბჯენამდე უკან და დააფიქსირეთ ამ პოზიციაში.
- დარწმუნდით, რომ სიღრმის შემზღუდველი (29) ბოლომდე მიჭერილია შიგნით, ხოლო გამათანაბრებელი ხრახნის (28) გადაადგილებისას კრონშტაინი გადის ნახვრეტში, სიღრმის შემზღუდველის მოდების გარეშე.
- მოატრიალეთ კრონშტაინი ქვემოთ იმდენად, რომ სატრანსპორტო მცველი (30) ბოლომდე შეიძნიქოს
- გადაწიეთ მაგიდის დამაგრძელებლები (7) საბჯენამდე მაგიდის ცენტრის მიმართულებით.
- დააყენეთ ვერტიკალური ცერობის კუთხე 0°-ზე და მოუჭირეთ მომჭერ სახელურს (13).
- მოატრიალეთ სახერხი მაგიდა (37) საბჯენამდე მარცხნივ და მოუჭირეთ ფიქსაციის სახელურს (11).
- გადააბით ქსელური კაბელი წებოვანი ლენტის მეშვეობით (74).
- ელექტროხელსაწყოდან მოხსენით ყველა აქსესუარი, რომლებიც მყარად არ მაგრდება მანქანაზე.
- შეძლებისდაგვარად, სეხერხი დისკები, რომლებითაც არ სარგებლობთ, გადაიტანეთ დახურულ კონტეინერში.
- ელექტროხელსაწყოს გადასატანად, მოკიდეთ ხელი მოსაკიდ ღრმულებს (15) მაგიდის ორივე მხარეს.
- ელექტროხელსაწყოს ტრანსპორტირებისთვის გამოიყენეთ მხოლოდ ტრანსპორტირების აღჭურვილობა და არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ამისთვის დამცავი მოწყობილობები, კრონშტაინი ან სახელური .