ჰორიზონტალური ხერხვის კუთხის დაყენება
სტანდარტული ჰორიზონტალური ხერხვის კუთხის რეგულირება (იხ. სურ. H)
ხერხვის ხშირად გამოყენებადი ჰორიზონტალური კუთხეების სწრაფი და ზუსტი რეგულირებისთვის სახერხ მაგიდაზე გათვალისწინებულია ჭდევანები (14):
მარცხნივ | მარჯვნივ |
---|---|
0° | |
45°; 31,6°; 22,5°; 15° | 15°; 22,5°; 31,6°; 45°; 60° |
- მოუშვით ფიქსაციის სახელური (11), თუ ის მოჭერილია.
- დაჭიმეთ ბერკეტი (12) და მოატრიალეთ სახერხი მაგიდა (37) საჭირო დაჭდევამდე მარცხნივ ან მარჯვნივ.
- მოუშვით ბერკეტი. ბერკეტი უნდა შევიდეს მოდებაში დაჭდევასთან.
- მოუჭირეთ ფიქსაციის სახელურს (11).
ნებისმიერი ჰორიზონტალური ხერხვის კუთხის დაყენება (იხ. სურ. I)
ჰორიზონტალური ხერხვის კუთხის რეგულირება შეიძლება დიაპაზონში 52°-დან (მარცხნივ) 60°-მდე (მარჯვნივ).
- მოუშვით ფიქსაციის სახელურს (11), თუ ის მოჭერილია.
- დაჭიმეთ ბერკეტი (12) და ამავე დროს დააჭირეთ საჩერებელ კავი (10), სანამ ის არ დაფიქსირდება მისთვის განკუთვნილ ღრუში. ამის შედეგად სახერხი მაგიდა ხდება თავისუფლად მოძრავი.
- მოატრიალეთ სახერხი მაგიდა (37) საჩერებელი სახელურით მარცხნივ ან მარჯვნივ, სანამ კუთხის მანიშნებელი (57) არ აჩვენებს საჭირო ჰორიზონტალური ხერხვის კუთხეს.
- მოუჭირეთ ფიქსაციის სახელურს (11).
- ბერკეტის განმეორებითი აშვებისთვის (12) (სტანდარტული ჰორიზონტალური ხერხვის კუთხეების დასაყენებლად) აქაჩეთ ის ზემოთ.
საჩერებელი კავი (10) დაბრუნდება საწყის მდგომარეობაში და ბერკეტი (12) ისევ შეძლებს დაფიქსირებას ჭდევანებში (14).