მოძრავი კრონშტაინის გაჩერება
კრონშტაინის მოძრავი მექანიზმი (27) შეიძლება დაფიქსირდეს მომჭერი ბერკეტის მეშვეობით (24). ამ დროს შესაძლებელია მოძრავი კრონშტაინის ორი პოზიცია:
- მოძრავი კრონშტაინი ბოლომდე შეწეულია უკან (ტორსული ხერხვისთვის)
- მოძრავი კრონშტაინი ბოლომდე გამოწეულია წინ (კომპაქტუტრი პოზიცია ტრანსპორტირებისთვის)
კრონშტაინის განბლოკვა (იხ. სურ. B1)
კრონშტაინის განბლოკვის შემდეგ (27) მთელი მოძრავი მექანიზმი მზადაა გამოყენებისთვის.
- დააჭირეთ მომჭერ ბერკეტს (24) საბჯენამდე ქვემოთ.
- მომჭერი ბერკეტის საჩერებელი სოლი დებლოკირებს მოძრავი კრონშტაინის ორ ქვედა სახსარს.
კრონშტაინის ფიქსაცია (იხ. სურ. B2)
კრონშტაინი ბოლომდე გაწეულია უკან:
- გადაწიეთ კრონშტაინი (27) უკან საბჯენამდე .
- კრონშტაინის ორივე ზედა სახსარი იმყოფება ახლა ვერტიკალურ პოზიციაში და დახურულია.
- აწიეთ მომჭერი ბერკეტი (24) ზემოთ, რომ მომჭერი სოლი აღმოჩნდეს კრონშტაინის ორ ქვედა სახსარს შორის.
- ამის შედეგად, უკან ბოლომდე შეწეული კრონშტაინი (27) დაფიქსირდება.
მოძრავი კრონშტაინი ბოლომდე გამოწეულია წინ:
- გამოწიეთ კრონშტაინი (27) წინ საბჯენამდე.
- მოძრავი მექანიზმი ახლა ბოლომდე გამოწეულია.
- აწიეთ მომჭერი ბერკეტი (24) ზემოთ, რომ მომჭერი სოლი აღმოჩნდეს კრონშტაინის ორ ქვედა სახსარს შორის.
- ამის შედეგად ბოლომდე გამოწეული წინ კრონშტაინი (27) დაფიქსირდება.