ექსპლუატაციაში ჩაშვება

ჩართვა/გამორთვა

საზომი ხელსაწყოს ჩასართავად, გადაწიეთ ამომრთველი (4) პოზიციაში ON. საზომი ინსტრუმენტი ჩართვისთანავე ასხივებს ლაზერული სხივს ხვრელიდან (5).

საზომი ხელსაწყოს გამოსართავად, გადაწიეთ ამომრთველი (4) პოზიციაში OFF. გამორთვისას ხდება ქანქარა მექანიზმის დაბლოკვა.

თუ საზომი ინსტრუმენტის ტემპერატურა უახლოვდება მაქსიმალურად დასაშვებს სამუშაო ტემპერატურას, ლაზერული ხაზების სიკაშკაშე ნელ-ნელა იკლებს.

მაქსიმალურად დასაშვები სამუშაო ტემპერატურის გადამეტებისას ლაზერული ხაზები იწყებს ციმციმს, შემდეგ საზომი ინსტრუმენტი გამოირთობა. როდესაც საზომი ინსტრუმენტი გაგრილდება, ის ისევ მზადაა სამუშაოდ და შეგიძლიათ მისი ჩართვა.

ავტომატური გამორთვის ფუნქციის დეაქტივაცია

თუ დაახ. 120 წთ განმავლობაში საზომ ინსტრუმენტზე არ დააჭერთ არავითარ ღილაკს, საზომი ინსტრუმენტი აკუმულატორის ან ბატარეის მუხტის დაზოგვის მიზნით ავტომატურად გამოირთობა.

საზომი ხელსაწყოს თავიდან ჩასართავად ავტომატური გამორთვის შემდეგ, შეიძლება ან გადაწიოთ ამომრთველი (4) ჯერ პოზიციაში OFF, ხოლო შემდეგ ისევ ჩართოთ საზომი ხელსაწყო, ან დაჭიროთ ლაზერის მუშაობის რეჟიმის არჩევის ერთ-ერთ ღილაკს (1).

ავტომატური გამორთვის დეაქტივაციისთვის, ჩართული საზომი ხელსაწყოს დროს, გეჭიროთ დაჭერილ მდგომარეობაში ლაზერული რეჟიმის არჩევის ღილაკი (1) მინიმუმ 3 წ განმავლობაში. თუ ავტომატური გამორთვა გამორთულია, ლაზერული სხივები მოკლედ ციმციმებენ დადასტურებისთვის.

ავტომატური გამორთვის გასააქტიურებლად გამორთეთ და ხელახლა ჩართეთ საზომი ხელსაწყო.