ექსპლუატაციაში ჩაშვება

ელექტროხელასწყოს ჩართვისთვის ჯერ დააჭირეთ სიმბოლოს  ახლოს ბლოკირატორზე (2), რათა გამორთოთ ის. შემდეგ დააჭირეთ და დააყოვნეთ ამომრთველი დაჭრილ მდგომარეობაში (3).

განათება აინთება ამომრთველზე ოდნავ ან სრულად დაჭერით (3) და ანათებს სამუშაო ზონას არასაკმარისი განათების პირობებში.

  • მოერიდეთ პირდაპირ ვიზუალურ კონტაქტს სამუშაო განათებასთან, მას შეუძლია დაგაბრმავოთ.

ელექტროხელსაწყოს გამოსართავადაუშვით ამომრთველი (3). გააქტიურეთ ბლოკირატორი (2), დააჭირეთ სიმბოლოსთან  ბლოკირატორზე.

ჩართული ელექტროხელსაწყოს ბრუნების სიხშირე შეგიძლიათ თანაბრად დაარეგულიროთ, ამისათვის უნდა შეცვალოთ ამომრთველზე (3) დაჭერის ძალა.

ამომრთველზე მსუბუქი დაჭერისას (3) ელექტროხელსაწყო მუშაობს ბრუნების დაბალი სიხშირით. დაჭერის ძალის გაზრდით ბრუნების სიხშირე იზრდება.

სამონტაჟო ბრობლის მეშვეობით (1) შეგიძლიათ დააყენოთ ბრუნების საჭირო სიხშირე მომუშავე ინსტრუმენტზეც კი.

ბრუნების საჭირო სიხშირე დამოკიდებულია მასალასა და მუშაობის პირობებზე და შეიძლება განისაზღვროს გამოცდილი გზით.

ბრუნების სიხშირის შემცირება რეკომენდირებულია ხერხის პირის დასამუშავებელ დეტალთან მიტანისას, ასევე პლასტმასის და ალუმინის ხერხვისას.

ბრუნების დაბალ სიხშირეზე ხანგრძლივი მუშაობისას ელექტროხელსაწყოს შეუძლია ძლიერი გადახურება.გამოიღეთ ხერხის პირი ელექტროხელსაწყოდან და გაგრილების მიზნით ჩართეთ ბრუნის მაქს. სიხშირეზე დაახლოებით 3 წუთით.

ელექტროხელსაწყოს დანიშნულებით გამოყენებისას მისი გადატვირთვა შეუძლებელია. ძალიან დიდი დატვირთვა ან აკუმულატორის ტემპერატურის დასაშვები დიაპაზონის დაუცველობა იწვევს ბრუნთა სიხშირის შემცირებას ან ელექტროხელსაწყოს გამორთვას. ბრუნების რიცხვის შემცირებისას ელექტროხელსაწყო ისევ იწყებს მუშაობას ბრუნვის მაქსიმალურ სიხშირეზე აკუმულატორის დასაშვები ტემპერატურის დიაპაზონის მიღწევის შემდეგ ან დატვირთვის შემცირების შემდეგ.ავტომატური გამორთვის შემთხვევაში გამორთეთ ელექტროხელსაწყო, დაელოდეთ აკუმულატორის გაგრილებას და ისევ ჩართეთ ელექტროხელსაწყო.