ავტომატური ნიველირების ფუნქცია
ავტომატური ნიველირებით მუშაობა
დააყენეთ საზომი ინსტრუმენტი მყარ ჰორიზონტალურ საფუძველზე ან დაამაგრეთ ის უნივერსალურ დამჭერზე (25) ან შტატივზე (31).
ავტომატური ნიველირებით მუშაობისას გადაიყვანეთ ამომრთველი (16) პოზიციაში „ On“.
ავტომატური ნიველირების ფუნქცია კომპენსირებს უსწორმასწორობას თვითნიველირების დიაპაზონის ფარგლებში ±4°. ნიველირება დასრულებულია, როგორც კი ლაზერული ხაზები შეწყვეტენ გადაადგილდებას.
თუ ავტომატური ნიველირება შეუძლებელია, მაგ.: ზედაპირი, რომელზეც დაყენებულია საზომი ინსტრუმენტი, განსხვავდება ჰორიზონტალისგან 4° მეტად, ლაზერული ხაზები იწყებენ სწრაფ ციმციმებს. თუ ხმოვანი სიგნალი ჩართულია, ის მეორდება სწრაფი ინტერვალით.
დააყენეთ საზომი ინსტრუმენტი ჰორიზონტალურად და დაელოდეთ ავტომატური თვითნიველირების დასრულებას. მას შემდეგ, რაც საზომი ინსტრუმენტი შევა ავტომატური ნიველირების დიაპაზონში ±4°, ლაზერული სხივები იწყებენ უწყვეტ ნათებას და ხმოვანი სიგნალი გამოირთობა.
შერყევისას ან პოზიციის შეცვლისას მუშაობის დროს საზომი ინსტრუმენტი ავტომატურად თვითნიველირდება. განმეორებითი ნიველირების შემდეგ შეამოწმეთ ჰორიზონტალური ან ვერტიკალური ლაზერული ხაზების პოზიცია რეპერული წერტილების მიმართ საზომი ინსტრუმენტის გადაადგილების შედეგად შეცდომების თავიდან აცილების მიზნით.
ქანქარის ბლოკირებით მუშაობა
ქანქარის ბლოკირებით მუშაობისას გადაიყვანეთ ამომრთველი (16) პოზიციაში „ On“. ქანქარას ბლოკირების ინდიკატორი (4) ანთია წითლად და ლაზერული ხაზები უწყვეტად ციმციმებენ ნელი ტემპით.
ქანქარას ბლოკირებით მუშაობისას ავტომატური ნიველირება გამორთულია. საზომი ინსტრუმენტი შეგიძლიათ გეჭიროთ ხელში ან დადგათ დახრილ საფუძველზე. ამასთან ლაზერული ხაზები აღარ ნიველირდება და აღარ წარმოქმნიან პერპენდიკულარს.