ლითიუმ-იონური აკუმულატორული ბლოკის (აქსესუარი) დამუხტვა
- დასამუხტად გამოიყენეთ რეკომენდებული კვების ბლოკი USB ან კვების ბლოკი USB, რომლის გამოსასვლელი ძაბვა და მინიმალური გამოსასვლელი დენი შეესაბამებიან "ტექნიკურ მახასიათებლებში" მითითებულ მოთხოვნებს. ამასთან ერთად დაიცავით USB კვების ბლოკების ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს დებულებები. რეკომენდებული კვების ბლოკი: იხ. «ტექნიკური მახასიათებლები».
- გაითვალისწინეთ ძაბვა ქსელში! კვების წყაროს ძაბვა უნდა შეესაბამებოდეს კვების ბლოკის შტეფსელური ჩანგლით მონაცემებს ქარხნულ ფირფიტაზე. 230 ვოლტზე გათვლილ კვების ბლოკებს, ასევე შეუძლიათ 220 ვოლტზე მუშაობა.
- გადაზიდვის საერთაშორისო წესების შესაბამისად ლითიუმ-იონური აკუმულატორების მიწოდება ხდება ნაწილობრივად დამუხტულ მდგომარეობაში. აკუმულატორის სრული სიმძლავრის უზრუნველსაყოფად, ბოლომდე დამუხტეთ ის პირველ გამოყენებამდე.
USB ბუდე USB კაბელის შესაერთებლად (21), და ასევე დამუხტვის ინდიკატორი მდებარეობენ USB ბუდის საფარის ქვეშ (22) ლითიუმ-იონურ აკუმულატორულ ბლოკზე (19) (აქსესუარი).
- გახსენით USB ბუდის საფარი (22).
- შეაერთეთ USB-კაბელი (21).
- დამუხტვის დროს ბატარეის მუხტის ინდიკატორი დისპლეიზე შეიძლება განსხვავდებოდეს ლითიუმ-იონური აკუმულატორული ბლოკის დამუხტვის ფაქტობრივი დამუხტვის დონისგან (19) (აქსესუარი).
- დამუხტვის დროს დამუხტვის ინდიკატორი ყვითლად ანთია.
- როდესაც ლითიუმ-იონური აკუმულატორული ბლოკი (19) (აქსესუარი) სრულადაა დამუხტული, დამუხტვის ინდიკატორი მწვანედ ანთია.
- წითლი დამუხტვის ინდიკატორი მიუთითებს დამუხტვის ძაბვის ან დამუხტვის დენის შეუსაბამებობაზე.