ხმაურის/ვიბრაციის მონაცემები

ხმაურის ემისია განსაზღვრულია EN 62841‑2‑11 შესაბამისად.

А‑ელექტროხელსაწყოს ხმაურის აწონილი დონე ზოგადად შეადგენს: ხმის წნევის დონე 85 დბ(ა); ხმის სიმძლავრის დონე 93 დბ(ა). ცდომილება K = 5 დბ.

გამოიყენეთ სმენის ორგანოების დამცავი საშუალებები!

ჯამური ვიბრაცია ah (სამი მიმართულების ვექტორული ჯამი) და ცდომილება K განსაზღრულია EN 62841‑2‑11 შესაბამისად:

დსპ-ს ხერხვა ხერხის პირით T 144 D:
ah,B = 4 მ/წმ2, K = 1,5 მ/წმ2,
ლითონის ფურცლის ხერხვა ხერხის პირით T 118 A:
ah,M = 5,5 მ/წმ2, K = 1,5 მ/წმ2.

მოცემულ ინსტრუქციაში მოყვანილი ვიბრაციის და ხმაურის დონე გაზომილია სტანდარტიზებული პროცედურის შესაბამისად და შეიძლება გამოყენებულ იქნას ელექტროხელსაწყოების ერთმანეთთან შედარებისთვის.ეს გამოიყენება აგრეთვე ვიბრაციის და ხმაურის წინასწარი შეფასებისთვის.

ვიბრაციის და ხმაურის მითითებული დონეები მოიცავს ელექტროხელსაწყოს გამოყენების ძირითად სფეროებს.თუ ელექტროხელსაწყო გამოიყენება სხვა სფეროებში, განსხვავებული აღჭურვილობით ან არასაკმარისი მომსახურებით, მაშინ ვიბრაციის და ხმაურის დონეები შეიძლება განსხვავდებოდეს.ეს მნიშვნელოვნად ზრდის ვიბრაციის და ხმაურის დონეს მუშაობის მთელი პროცესის განმავლობაში.

ვიბრაციის და ხმაურის ზუსტი დონის დასადგენად უნდა გაითვალისწინოთ აგრეთვე დრო, როდესაც ინსტრუმენტი გამორთულია ან მუშაობს, მაგრამ ფაქტიურად არ გამოიყენება.ეს მნიშვნელოვნად ამცირებს ვიბრაციის და ხმაურის დონეს მუშაობის მთელი პროცესის განმავლობაში.

განსაზღვრეთ ოპერატორის დაცვის დამატებითი ზომები, მაგ.: ელექტროხელსაწყოს და აღჭურვილობის მომსახურება, ხელების გათბობა, სამუშაო პროცესების ორგანიზება.