მტვრის და ნათალის მოცილება

ზოგიერთი მასალის მტვერი (მაგალითად, ტყვიის შემცველი საღებავი, ზოგიერთი ხის მასალა, მინერალები და ლითონები) შეიძლება იყოს ჯანმრთელობისთვის საზიანო. მტვერთან შეხებამ და სასუნთქ გზებში მისმა მოხვედრამ შეიძლება გამოიწვიოს ოპერატორის ან მასთან ახლოს მყოფი პერსონალის ალერგიული რეაქციები და/ან სასუნთქი გზების დაავადებები.
მტვრის გარკვეული სახეობები, მაგალითად, მუხა და წიფელი, განიხილება კანცეროგენად, განსაკუთრებით ხის დამუშავების დანართებთან ერთად (ქრომატი, ხის დაცვის საშუალება).აზბესტის შემცველი მასალის დამუშავება დაავალეთ მხოლოდ სპეციალისტებს.

დაიცავით თქვენს ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები დასამუშავებელი მასალებისთვის.

დამცავი ბუდე (იხ. სურ. D)

დააყენეთ თავსახური (16), მანამდე სანამ ჩართავთ ბეწვა ხერხს მტვერსასრუტში.

ჩამოაცვით დამცავი ბუდე (16) ელექტროხელსაწყოს ისე, რომ დამჭერი ჩაწკაპუნდეს შეხებისგან დამცავზე (11).

მოხსენით თავსახური (16) მტვერსასრუტის გარეშე მუშაობისას, აგრეთვე კუთხის ქვეშ ხერხვისას. ამისათვის მოქაჩეთ დამცავი ბუდე შეხებისგან დამცავისგან (11) წინ.

მტვრის მოსაცილებელი მოწყობილობის მიერთება(იხ. სურ. EF)

ჩასვით გამწოვი მილყელი (17) საყრდენი ფირფიტის ღრმულში (9).

თვალი ადევნეთ, რომ მილყელის მუშტა, სურათზე გამოსახულის მსგავსად E, ჩაწკაპუნდეს შესაბამის საყრდენი ფირფიტის ღრმულში (9).

ჩამოაცვით მტვრის მოშორების შლანგი (18) (აქსესუარი) მტვრის მოშრების მილყელს (17). შეაერთეთ მტვრის მოშორების შლანგი (18) მტვერსასრუტში (აქსესუარი).

სხვადასხვა მტვერსასრუტების მოყვანილია ამ სახელმძღვანელოს ბოლოში.

მტვერის ოპტიმალური მოშორებისთვის შეძლებისდაგვარად გამოიყენეთ ნახეთქებისგან დამცავი (15).

მტვერსასრუტი უნდა ვარგისი იყოს დასამუშავებელი მასალისთვის.

გამოიყენეთ სპეციალური მტვერსასრუტი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში კონცეროგენული მტვერის ან მშრალი მტვერის მოსაშორებლად.