მუშაობის რეჟიმები

ქანქარა რყევის რეგულირება

ქანქარა რყევა ოთხი პარამეტრით საშუალებას გაძლევთ ოპტიმალურად მოარგოთ ხერხვის სიჩქარე, ნაყოფიერება და ხერხვის ნაპირების ხარისხი დასამუშავებელ მასალას.

რიჩაგის მეშვეობით (8) შეგიძლიათ დააყენოთ ქანქარა რყევების საფეხური მომუშავე ინსტრუმენტზეც კი.

საფეხური 0

ქანქარა რყევის გარეშე

საფეხური I

მცირე ქანქარა რყევა

საფეხური II

საშუალო ქანქარა რყევა

საფეხური III

ინტენსიური ქანქარა რყევა

ქანქარა რყევების ოპტიმალური საფეხური შეგიძლიათ განსაზღვროთ საცდელი ხერხვით. ამასთან იხელმძღვანელეთ შემდეგი რეკომენდაციებით:

  • რაც უფრო თხელი და სუფთა უნდა იყოს ხერხვის ნაპირები, მით უფრო დაბალი ქანქარა რყევები უნდა აირჩიოთ, ან ზოგადად გამორთეთ ქანქარა რყევები.
  • თხელ მასალებთან მუშაობისას (მაგ. ფირფიტა) გამორთეთ ქანქარა რყევები.
  • მყარ მასალებთან მუშაობისას (მაგ. ფოლადი) გამოიყენეთ დაბალი ქანქარა რყევა.
  • რბილი მასალის და ხის ხერხვისას ბოჭკოების სიგრძეზე შეგიძლიათ მუშაობა მაქსიმალური ქანქარა რყევებით.

ხერხვის კუთხის რეგულირება (იხ. სურ. G)

კუთხური ნახერხების გაკეთებისას საყრდენი ფირფიტა (9) შეგიძლიათ მოატრიალოთ მარჯვნივ ან მარცხნივ 45°-მდე.

თავსახურის (16) და ამოგლეჯისგან დამცავის (15) გამოყენება არ შეიძლება ირიბი ხერხვისას.

  • ოდნავ გამოწიეთ მილყელი (17) ზევით და ამოიღეთ საყრდენი ფირფიტიდან (9).
  • მოხსენით დამცავი ბუდე (16) და ამოგლეჯისგან დამცავი (15).
  • მოუშვით ხრახნი (19) შიდა ექვსწახნაგა გასაღებით (4) და გადაადგილეთ საყრდენი ფირფიტა ოდნავ (9) სახერხი დისკის მიმართულებით (10).
  • საყრდენ ფილაზე ხერხვის კუთხის უფრო ზუსტი რეგულირებისთვის მარჯვნიდან და მარცხნიდან არის ფიქსაციის წერტილები 0° და 45°-ზე. დახერეთ საყრდენი ფირფიტა (9) შკალის შესაბამისად (20) საჭირო პოზიციაზე. დახრის კუთხის სხვა მნიშვნელობები შეგიძლიათ დააყენოთ კუთხის საზომის მეშვეობით.
  • შემდეგ გააცურეთ საყრდენი ფირფიტა (9) ბოლომდე აკუმულატორის მიმართულებით.
  • ისევ მჭიდროდ მოუჭირეთ ჭანჭიკს (19).