ხერხის პირის დაყენება/გამოცვლა
- ცვლადი ინსტრუმენტის მონტაჟის და გამოცვლისას ჩაიცვით დამცავი ხელთათმანები. ცვლადი ინსტრუმენტი ძალიან ბასრია და ხანგრძლივი ექსპლუატაციის შემთხვევაში შესაძლოა გაცხელდეს.
- სახერხი პირის გამოცვლისას დარწმუნდით, რომ სახერხი პირის დამჭერში არ დარჩა მასალის ნარჩენები, მად.: ხის ან ლითონის ბურბუშელა.
ძალით ჩასვით სახერხი პირი (1) დამჭერში (4) წკაპუნით ფიქსაციამდე. ამასთან დამჭერი მილტუჩი (3) ტრიალდება დაახ. 90° და აფიქსირებს სახერხ პირს.
თუ სახერხი პირი (1) არ არის დაფიქსირებული, მოატრიალეთ დამჭერი მილტუჩი (3) დაახ. 90° ისრის მიმართულებით, სანამ ის არ დაფიქსირდება ღია პოზიციაში, და არ გაისმება წკაპუნი. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ ჩასვით სახერხი პირი დამჭერში (4).
- შეამოწმეთ დამაგრების საიმედოობა, სცადეთ მოქაჩოთ სახერხი პირი. დაუმაგრებელი ხერხის პირი შესაძლოა ამოვარდეს და დააზიანოს ის.
გარკვეული სამუშაოების შესრულებისთვის სახერხი პირი (1) შეგიძლიათ მოატრიალოთ 180° (კბილანებით ზევით) და დადოთ ადგილზე.