უსაფრთხოების ინსტრუქციები ხმალა ხერხებისთვის
- დაიჭირეთ ელექტროხელსაწყო იზოლირებული სახელურებით, მუშაობის შესრულებისას, სადაც მჭრელი აქსესუარები შეიძლება შეეხოს ფარულ გაყვანილობას. მჭრელი აქსესუარების კონტაქტისას ძაბვის ქვეშ მყოფ სადენთან, ელექტროხელსაწყოს ლითონის ნაწილები შესაძლოა დენგამტარი გახდეს და გამოიწვიოს ოპერატორის ელექტროშოკი.
- გამოიყენეთ ჩამჭერები ან სხვა პრაქტიკული საშუალებები ნაკეთობის დასაფიქსირებლად სტაბილურ პლატფორმაზე. ნაკეთობის ხელით ან სხეულის საწინააღმდეგოდ დაჭერა მას არასტაბილურს ხდის და შეიძლება გამოიწვიოს კონტროლის დაკარგვა.
- ხელები მოაშორეთ ხერხვის არეს. არ შეყოთ ხელი დასამუშავებელი დეტალის ქვეშ. ხერხის პირთან კონტაქტმა შეიძლება გამოიწვიოს დაზიანებები.
- დაიჭირეთ ელექტროხელსაწყო მჭიდროთ ორივე ხელით და დარწმუნდით, რომ მყარად დგახათ ფეხზე. ელექტროხელსაწყო უფრო საიმედოთ შეგიძლიათ მართოთ ორივე ხელით.
- ელექტროხელსაწყო მიიტანეთ დასამუშავებელ დეტალთან მხოლოდ ჩართულ მდგომარეობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ საჭრელი ხელსაწყო გაიჭედება დასამუშავებელ დეტალში, არსებობს უკუდარატყმის საშიშროება.
- ხერხვის დროს უზრუნველყავით, რომ საყრდენი ფირფიტა ყოველთვის მჭიდროდ მიბჯენილი იყოს დასამუშავებელ დეტალთან. სახერხი დისკი შეიძლება გაიჭედოს და გამოიწვიოს კონტროლის დაკარგვა ელექტროხელსაწყოზე.
- მუშაობის დასრულების შემდეგ, გამორთეთ ელექტროხელსაწყო და არ გამოიღოთ საჭრელი დისკი საჭრიდან, სანამ ის ბოლომდე არ გაჩერდება. ეს აღკვეთს უკუგდებას და იძლევა ელექტროხელსაწყოს უსაფრთხო მოცილების შესაძლებლობას.
- ყოველთვის დაელოდეთ, სანამ ელექტროხელსაწყო ბოლომდე გაჩერდება სანამ დადებთ მას ქვემოთ. გამოყენებისას ხელსაწყო შეიძლება გაიჭედოს და გამოიწვიოს თქვენს მიერ ელექტროსაწყოზე კონტროლის დაკარგვა.
- გამოიყენეთ მხოლოდ დაუზიანებელი სახერხი დისკები იდეალურ მდგომარეობაში. გაღუნული ან ბლაგვი სახერხი დისკები შეიძლება გატყდეს და უარყოფითად იმოქმედოს გაჭრაზე ან გამოიწვიოს უკუგდება.
- გამორთვის შემდეგ არ დაამუხრუჭოთ სახერხი დისკი გვერდითი ზეწოლით. ამან შეიძლება დააზიანოს ან გატეხოს სახერხი დისკი და გამოიწვიოს უკუგდება.
- მჭიდროდ მოუჭირეთ მასალას. არ დაიჭიროთ დასამუშავებელი დეტალი ხელით ან ფეხით. ჩართული ხერხით არ შეეხოთ საგნებს ან მიწას. არსებობს უკუგდების საშიშროება.
- გამოიყენეთ შესაბამისი დეტექტორები სამუშაო ზონაში ფარული მიწოდების ხაზების დასადგენად ან მიმართეთ დახმარებისთვის ადგილობრივ კომუნალური მომსახურების კომპანიას. ელექტროკაბელებთან კონტაქტმა შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი და ელექტროშოკი. გაზის ხაზების დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს აფეთქება. წყლის მილების დამსხვრევა იწვევს ქონების დაზიანებას.
- აკუმულატორის დაზიანების და არასწორი გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება გამოიყოს ორთქლი. აკუმულატორი შეიძლება აინთოს ან აფეთქდეს. დარწმუნდით, რომ ადგილი კარგად ნიავდება და მიმართეთ ექიმს, თუ განიცდით რაიმე გვერდით მოვლენებს.ორთქლმა შესაძლოა გაგიღიზიანოთ სასუნთქი სისტემა.
- არ გახსნათ აკუმულატორი. არსებობს მოკლე შერთვის რისკი.
- აკუმულატორი შეიძლება დაზიანდეს წვეტიანი ობიექტებით, მაგალითად, ლურსმნებით ან ხრახნისებით ან გარედან მიყენებული ძალით. შეიძლება მოხვდეს შიდა მოკლე შერთვა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს აკუმულატორის გადაწვა, ბოლი, აფეთქება და გადახურება.
- აკუმულატორი გამოიყენეთ მხოლოდ მწარმოებლის ნაწარმში. მხოლოდ ასე არის აკუმულატორი დაცული სახიფათო გადატვირთვისგან.
დაიცავით აკუმულატორი გადახურებისგან, მაგალითად, მუდმივი ინტენსიური მზის შუქისგან, ხანძრისგან, ჭუჭყისგან, წყლისგან, და ნესტისგან. არსებობს აფეთქების და მოკლე შერთვის რისკი. |