ექსპლუატაციაში ჩაშვება
ჩართვა/გამორთვა (იხ. სურ. C)
ელექტროხელსაწყოს ჩასართავად ჯერ დააჭირეთ ჩართვის ბლოკირებას (7) მარცხნივ. შემდეგ დააჭირეთ და გეჭიროთ გამომრთველი (8).
ელექტროხელსაწყოს გამოსართავად აუშვით ამომრთველი (8). შემდეგ ისევ დააჭირეთ ჩართვის ბლოკირებას (7) მარჯვნივ.
ბრუნების სიხშირის რეგულირება
ჩართული ელექტროხელსაწყოს ბრუნების სიხშირე შეგიძლიათ თანაბრად დაარეგულიროთ, ამისათვის უნდა შეცვალოთ ამომრთველზე (8) დაჭერის ძალა.
ამომრთველზე მსუბუქი დაჭერისას (8) ელექტროხელსაწყო მუშაობს ბრუნების დაბალი სიხშირით. დაჭერის ძალის გაზრდით ბრუნების სიხშირე იზრდება.
ბრუნების საჭირო სიხშირე დამოკიდებულია მასალასა და მუშაობის პირობებზე და შეიძლება განისაზღვროს გამოცდილი გზით.
ბრუნების სიხშირის შემცირება რეკომენდირებულია ხერხის პირის დასამუშავებელ დეტალთან მიტანისას, ასევე პლასტმასის და ალუმინის ხერხვისას.
ბრუნების დაბალ სიხშირეზე ხანგრძლივი მუშაობისას ელექტროხელსაწყოს შეუძლია ძლიერი გადახურება.გამოიღეთ ხერხის პირი ელექტროხელსაწყოდან და გაგრილების მიზნით ჩართეთ ბრუნის მაქს. სიხშირეზე დაახლოებით 3 წუთით.