გამოყენების მითიტებები
- მარკირებისთვის ყოველთვის გამოიყენეთ მხოლოდ ლაზერული ხაზის ცენტრი. ლაზერული ხაზის სიგანე იცვლება მანძილიდან გამომდინარე.
დამჭერი (15) იძლევა საზომი ხელსაწყოს დამაგრების შესაძლებლობას ვერტიკალურ ზედაპირებზე ან მაგნიტურ მასალებზე. ჭერის კრონშტეინის გამოყენების დროს (19) ასევე შესაძლებელია საზომი ხელსაწყოს სიმაღლეზე რეგულირება.
ჩამოაცვით საზომი ხელსაწყო ბუდეთი შტატივს 1/4" (13) დამჭერის ხრახნზე 1/4" (17) და მოუჭირეთ ბოლომდე.
დამჭერის მონტაჟის ვარიანტი (15):
- ჩვეულებრივი სამაგრი ხრახნის მეშვეობით, რომელიც ჩასმულია ხრახნის ნახვრეტში (18) ხის კედელზე (იხ. სურ. B),
- მაგნიტის მეშვეობით (16) მაგნიტური მასალების ზედაპირებზე (იხ. სურ. C),
- ჭერის კრონშტაინის მეშვეობით (19) ჭერის ძელებზე (იხ. სურ. D).
- აქსესუარის ზედაპირებზე დამაგრებისას თითები მოარიდეთ მაგნიტური აქსესუარის უკანა მხარეს. ძლიერმა მაგნიტურმა მიზიდულობამ შეიძლება გამოიწვიოს თითების დაწეწკვა.
გაასწორეთ დამჭერი (15) თვალზე საზომი ხელსაწყოს ჩართვამდე.
შტატივი უზრუნველყოფს სტაბილურ, სიმაღლეზე რეგულირებად საყრდენს გასაზომად. დადეთ საზომი ინსტრუმენტი ბუდით შტატივის ქვეშ 1/4" (13) შტატივის (24) ან ჩვეულებრივი ფოტოშტატივის კუთხვილზე. ჩვეულებრივ სამშენებლო შტატივზე დამაგრებისთვის გამოიყენეთ შტატივის ქვედა ბუდე 5/8" (14). დააფიქსირეთ საზომი ინსტრუმენტი შტატივის სამაგრი ხრახნის მეშვეობით.
საზომი ხელსაწყოს ჩართვამდე წინასწარ გაასწორეთ შტატივი.
უნივერსალური სამაგრის მეშვეობით (20) შესაძლებელია საზომი ხელსაწყოს დამაგრება, მაგალითად, ვერტიკალურ ზედაპირებზე ან მაგნიტური მასალისგან დამზადებულ ზედაპირებზე. უნივერსალური სამაგრი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც სადგამი. ეს ამარტივებს ხელსაწყოს სიმაღლეში გასწორებას.
- აქსესუარის ზედაპირებზე დამაგრებისას თითები მოარიდეთ მაგნიტური აქსესუარის უკანა მხარეს. ძლიერმა მაგნიტურმა მიზიდულობამ შეიძლება გამოიწვიოს თითების დაწეწკვა.
საზომი ხელსაწყოს ჩართვამდე, წინასწარ განახორციელეთ უნივერასალური დამჭრის ცენტრირება (20).
ლაზერულ ხელსაწყოსთან სამუშაო სათვალე ფილტრავს გარემოს შუქს. ამის წყალობით ლაზერის შუქი თვალისთვის უფრო კაშკაშაა.
- არ გამოიყენოთ სათვალეები ლაზერული ინსტრუმენტით სამუშაოდ (აქსესუარი) დამცავი სათვალეების სახით. ლაზერული ინსტრუმენტით მუშაობის სათვალეები უზრუნველყოფენ ლაზერული სხივის საუკეთესო მანძილს, მაგრამ არ იცავენ ლაზერული გამოსხივებისგან.
- არ გამოიყენოთ სათვალეები ლაზერული ინსტრუმენტით სამუშაოდ (აქსესუარი) მზის დამცავი სათვალეების სახით ან საჭესთან. ლაზერთან მუშაობის სათვალეები არ უზრუნველყოფენ სრულ უი-გამოსხივებისგან დაცვას და ამცირებს სწორი ფერების აღქმას.