სამუშაო ინსტრუმენტის გამოცვლა

მტვრისგან დაცვის თავსახური (3) მნიშვნელოვნად ამცირებს ბურღვისას მტვრის პატრონში მოხვედრას.ინსტრუმენტის დაყენებისას დარწმუნდით, რომ მტვრისგან დაცვის თავსახური (3) არ არის დაზიანებული.

სამუშაო ინსტრუმენტის გამოცვლა SDS plus

სამუშაო ინსტრუმენტის SDS plus დაყენება (იხ. სურ. C)

საბურღი ვაზნის მეშვეობით SDS plus (1) შეგიძლიათ ადვილად და მოხერხებულად გამოცვალოთ იარაღი დამატებითი იარაღების გამოყენების გარეშე.

  • გაწმინდეთ და ოდნავ გაპოხეთ სამუშაო იარაღის ბოლოვანა.
  • ჩასვით მოსახსნელი იარაღი, ვაზნაში ჩახრახვნით (2) ავტომატურ ფიქსაციამდე.
  • შეამოწმეთ ფიქსაცია, სცადეთ გამოწიოთ სამუშაო იარაღი.

SDS plus სისტემის მეშვეობით შესაძლებელია მოხსნადი იარაღის თავისუფლად გადაადგილება. ამის მეშვეობით უქმი სვლის დროს ხდება რადიალური დარტყმა. ეს არ მოქმედებს ხვრელის შესრულების სიზუსტეზე, ვინაიდან ბურღვისას ხდება ბურღის ცენტრირება.

სამუშაო ინსტრუმენტის SDS plus მოხსნა (იხ. სურ. D)

  • გაწიეთ ფიქსაციის მილისი (4) უკან და ამოიღეთ სამუშაო ინსტრუმენტი.

კბილანიან-გვრიგვინიანი საბურღი პატრონის სამუშაო ინსტრუმენტის გამოცვლა

სამუშაო იარაღის დაყენება (იხ. სურ. E)

მითითება: არ გამოიყენოთ ინსტრუმენტი SDS plus კუდის გარეშე დარტყმითი ბურღვისთვის ან ტეხვისთვის! წინააღმდეგ შემთხვევაში იარაღები SDS plus კუდის გარეშე და საბურღი ვაზნები დაზიანდება.

  • ჩასვით კბილანიან-გვირგვინიანი საბურღი პატრონი (19).
  • გახსენით კბილანიანი საბურღი პატრონი (19), იმდენად მოტრიალებით, რომ შესაძლებელი იყოს სამუშაო ინსტრუმენტის ჩასმა. ჩასვით ინსტრუმენტი.
  • ჩასვით საბურღი პატრონის გასაღები (21) შესაბამის ხვრელში კბილანიან გვირგვინიან საბურღ პატრონზე (19) და თანაბრად მოუჭირეთ სამუშაო ინსტრუმენტს.
  • მოატრიალეთ დარტყმის ამომრთველი/ბრუნვის შემჩერებელი (13) პოზიციაზე "ბურღვა".

იარაღის ამოღება ვაზნიდან (იხ. სურ. F)

  • მოატრიალეთ კბილანიან გვირგვინიანი პატრონის გილზა (19) პატრონის გასაღების მეშვეობით (21) საათის ისრის საწინააღმდეგოდ, სანამ არ შეძლებთ მოხსნათ ცვლადი ინსტრუმენტი.