ელექტროხელსაწყოს ზოგადი უსაფრთხოების გაფრთხილებები

გაფრთხილება

გაეცანით უსაფრთხოების ყველა გაფრთხილებას, ინსტრუქციას, ილუსტრაციას და სპეციფიკაციებს, რომლებიც ერთვის ამ ელექტროხელსაწყოს. ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა ინსტრუქციის შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს ელექტროშოკი, ხანძარი და/ან სერიოზული დაზიანება.

შეინახეთ ყველა გაფრთხილება და ინსტრუქცია მომავალში გამოსაყენებლად.

გაფრთხილებებში ტერმინი "ელექტროხელსაწყო" ეხება თქვენს ელექტროენერგიაზე მომუშავე (ელექტროქსელში ჩასართავ) ელექტროხელსაწყოს ან აკუმულატორზე მომუშავე (უკაბელო) ელექტროხელსაწყოს.

  • სამუშაო ადგილი უნდა იყოს სუფთა და კარგად განათებული. დაბინძურებული ან ჩაბნელებული ადგილები შესაძლოა გახდეს უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი.
  • არ იმუშაოთ ელექტროხელსაწყოთი ფეთქებად გარემოში, სადაც არის აალებადი სითხეები, აირები ან მტვერი. ელექტროხელსაწყოები წარმოქმნიან ნაპერწკლებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ მტვრის აალება ან კვამლი.
  • ელექტროხელსაწყოს მუშაობისას მოარიდეთ ბავშვები და უცხო პირები. ყურადღების გაფანტვამ შესაძლოა გამოიწვიოს კონტროლის დაკარგვა.

  • ელექტრხელსაწყოს შტეფსელი უნდა იყოს როზეტის თავსებადი. არასოდეს, არავითარ შემთხვევაში არ შეცვალოთ შტეფსელი. დამიწებულ ელექტროხელსაწყოსთან არ გამოიყენოთ ადაპტერის შტეფსელი. შეუცვლელი შტეფსელი და შესაბამისი სადენები შეამცირებს ელექტროშოკის რისკს.
  • მოერიდეთ სხეულით კონტაქტს დამიწებულ ზედაპირებთან, როგორიცაა მილები, რადიატორები, ღუმელები და მაცივრები. თუ თქვენი სხეული დამიწებულია, არსებობს ელექტროშოკის გაზრდილი რისკი.
  • ელექტროხელსაწყო მოარიდეთ წვიმას ან ნესტიან პირობებს. ელექტროხელსაწყოში შეღწეული წყალი გაზრდის ელექტროშოკის რისკს.
  • არ გამოიყენოთ კაბელი სხვა დანიშნულებისთვის. არასოდეს გამოიყენოთ კაბელი ელექტროხელსაწყოს გადასატანად, გასაწევად ან გამოსართავად. მოაშორეთ კაბელი სითბოს, ზეთს, ბასრ კიდეებს ან მოძრავ ნაწილებს. დაზიანებული ან ჩახვეული კაბელები ზრდის ელექტროშოკის რისკს.
  • ელექტროხელსაწყოთი გარეთ მუშაობისას გამოიყენეთ გარე გამოყენებისათვის შესაფერისი დამაგრძელებელი კაბელი. გარე პირობებისთვის შესაფერისი კაბელის გამოყენება ამცირებს ელექტროშოკის რისკს.
  • თუ ელექტროხელსაწყოს მუშაობა ნესტიან ადგილას გარდაუვალია, გამოიყენეთ ნარჩენი დენისგან დამცავი მოწყობილობა (RCD). RCD–ის გამოყენება ამცირებს ელექტროშოკის რისკს.

  • ელექტროხელსაწყოთი მუშაობისას იყავით ფხიზლად, აკონტროლეთ საკუთარი მოქმედება და იხელმძღვანელეთ საღი აზრით. არ გამოიყენოთ ელექტროხელსაწყო დაღლილ მდგომარეობაში ან ნარკოტიკების, ალკოჰოლის ან მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ. უყურადღებობამ ელექტროხელსაწყოსთან მუშაობისას შესაძლოაა გამოიწვიოს სერიოზული პირადი ზიანი.
  • გამოიყენეთ ინდივიდუალური დაცვის აღჭურვილობა. ყოველთვის ატარეთ თვალის დამცავი საშუალება. დამცავი აღჭურვილობა, როგორიცაა მტვრისგან დასაცავი ნიღაბი, მოცურებისგან დამცავი უსაფრთხო ფეხსაცმელი, ჩაფხუტი ან სმენის დამცავი მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება შესაბამის პირობებში, შეამცირებს პირად დაზიანებებს.
  • უნებლიე ჩართვის აღკვეთა. დარწმუნდით, რომ ელექტრომოწყობილობა გამორთულ მდგომარეობაშია, სანამ ჩართავთ დენის წყაროში და/ან ჩასვამთ აკუმულატორს, აიღებთ ხელში ან გადაიტანთ იარაღს. ელექტროხელსაწყოს გადატანა გადამრთველზე განთავსებული თითით ან ჩართულ მდგომარეობაში შესაძლოა გახდეს უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი.
  • ელექტროხელსაწყოს ჩართვამდე, გამოიღეთ ნებისმიერი რეგულირების ან ქანჩის გასაღები. რეგულირების ან ქანჩის გასაღები, რომელიც ჩარჩენილია ელექტროხელსაწყოს მბრუნავ ნაწილში, შესაძლოა გამოიწვიოს დაზიანება.
  • არ გადააჭარბოთ. ყოველთვის მყარად იდექით ფეხზე და დაიცავით წონასწორობა. ეს შესაძლებლობას გაძლევთ უკეთესად აკონტროლოთ ელექტროხელსაწყო მოულოდნელ სიტუაციებში.
  • ჩაიცვით სათანადოდ. არ ატაროთ ფართო ტანსაცმელი ან სამკაული. თქვენი თმა და ტანსაცმელი მოარიდეთ მოძრავ ნაწილებს. ფართო ტანსაცმელი, სამკაული ან გრძელი თმა შესაძლოა მოხვდეს მოძრავ ნაწილებში.
  • თუ გათვალისწინებულია მტვრის შემკრეფი და შესასრუტი მოწყობილობების შეერთება, დარწმუნდით, რომ ისინი შეერთებულია და სწორად გამოიყენება. მტვრის შემგროვებლის გამოყენებამ შესაძლოა შეამციროს მტვერთან დაკავშირებული საფრთხეები.
  • ხელსაწყოებთან მუშაობის დიდი გამოცდილების გამო არ დაკარგოთ სიფხიზლე და არ უგულებელყოთ ხელსაწყოსთან მუშაობის უსაფრთხოების პრინციპები. უყურადღებო ქმედებამ შესაძლოა წამში გამოიწვიოს მძიმე დაზიანება.

  • არ დაატანოთ ძალა ელექტროხელსაწყოს. გამოიყენეთ სწორი ელექტროხელსაწყო დანიშნულებისამებრ. სწორი ელექტროხელსაწყო უკეთესად და უსაფრთხოდ შეასრულებს სამუშაოს განკუთვნილ სიჩქარეზე.
  • არ გამოიყენოთ ელექტროხელსაწყო, თუ გადამრთველი არ რთავს და გამორთავს მას. ნებისმიერი ელექტროხელსაწყო, რომლის კონტროლი შეუძლებელია გადამრთველით, საშიშია და უნდა შეკეთდეს.
  • ელექტროხელსაწყოს ნებისმიერი მორგების განხორციელებამდე, აქსესუარების შეცვლამდე ან მის შენახვამდე, გამორთეთ შტეფსელი დენის წყაროდან და/ან მოხსენით აკუმულატორი, თუ ის მოხსნადია. უსაფრთხოების ასეთი პრევენციული ზომები ამცირებს ელექტროხელსაწყოს შემთხვევით ჩართვის რისკს.
  • შეინახეთ გამოუყენებელი ელექტრხელსაწყოები ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას და ნუ მისცემთ უფლებას პირებს, რომლებმაც არ იციან ელექტროხელსაწყოსთან მუშაობა ან არ გაეცნენ წინამდებარე ექსპლუატაციის ინსტრუქციებს. ელექტროხელსაწყოები საშიშია მოუმზადებელი მომხმარებლების ხელში.
  • მოუარეთ ელექტროხელსაწყოებს და აქსესუარებს. შეამოწმეთ მოძრავი ნაწილების განლაგების ან შეკავშირების სისწორე, ნაწილების სიმრთელე და ნებისმიერი სხვა მდგომარეობა, რამაც შესაძლოა იმოქმედოს ელექტროხელსაწყოს მუშაობაზე. დაზიანების შემთხვევაში, შეაკეთეთ ხელსაწყო გამოყენებამდე. ბევრი უბედური შემთხვევა გამოწვეულია ცუდად მოვლილი ელექტროხელსაწყოებით.
  • მჭრელი ხელსაწყოები შეინახეთ ბასრ და სუფთა მდგომარეობაში. სათანადოდ მოვლილი საჭრელი ხელსაწყოები ბასრი მჭრელი პირებით ნაკლებად იჭედება და უფრო ადვილი სამართავია.
  • გამოიყენეთ ელექტროხელსაწყო, აქსესუარები და დასაერთებელი ელემენტები ამ ინსტრუქციის შესაბამისად, სამუშაო პირობებისა და შესასრულებელი სამუშაოს გათვალისწინებით. ელექტროხელსაწყოს გამოყენებამ სხვა დანიშნულებით შესაძლოა გამოიწვიოს სახიფათო მდგომარეობა.
  • სახელურები და ზედაპირები შეინახეთ მშრალად, სუფთად, ცხიმისა და დაბინძურების გარეშე. მოლიპული სახელურები და ზედაპირები არ იძლევა ხელსაწყოს უსაფრთხო გამოყენების და კონტროლის შესაძლებლობას მოულოდნელ სიტუაციებში.

  • თქვენი ელექტროხელსაწყოს ტექნიკური მომსახურებისთვის მიმართეთ კვალიფიციურ სპეციალისტს მხოლოდ იდენტური სათადარიგო ნაწილების გამოყენებით. ეს უზრუნველყოფს ელექტროხელსაწყოს უსაფრთხოების დაცვას.