ძირითადი პარამეტრები
საზომი ინსტრუმენტი გთავაზობთ შემდეგ ძირითად პარამეტრებს:
- საზომი ერთეულის შეცვლა
- ინფორმაცია საზომი ინსტრუმენტის შესახებ
- ექსპლუატაციის ონლაინ სახელმძღვანელოს QR კოდი
- ქარხნულ პარამეტრებზე დაბრუნება
- ლიცენზიების ტექსტები და იურიდიული მითითებები
საზომი ერთეულის შეცვლა
ძირითად პარამეტრებში დაყენებულია საზომი ერთეული „მ“ (მეტრი).
- ჩართეთ საზომი ინსტრუმენტი.
- დააჭირეთ და გეჭიროთ ღილაკი , სანამ არ გამოჩნდება საზომი ერთეულის ასარჩევი მენიუ.
- დააჭირეთ ღილაკს , რათა შეცვალოთ ზომვის ერთეული.
- არჩევის დასადასტურებლად დააჭირეთ ღილაკს .
- საზომი ხელსაწყოს გამორთვის შემდეგ არჩეული პარამეტრი შეინახება.
დამატებითი ინფორმაცია
აქ წარმოდგენილია ინფორმაცია საზომი ინსტრუმენტის შესახებ: სერიული ნომერი, პროგრამული უზრუნველყოფის ვერსია, ლიცენზია და იურიდიული მითითებები, აგრეთვე ექსპლუატაციის ონლაინ სახელმძღვანელოს QR კოდი.თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ გაანულოთ საზომი ინსტრუმენტი ბაზურ პარამეტრებამდე.
- დამატებითი ინფორმაციის გამოძახებისთვის საზომი ინსტრუმენტის ჩართვისას ერთდროულად დააჭირეთ და გეჭიროთ ღილაკები და .
- ღილაკის მეშვეობით გადადით საჭირო პუნქტზე და დაადასტურეთ ღილაკზე დაჭერით .