მტვრის მოშორების მოწყობილობის უსაფრთხოების ტექნიკის მითითებები
- გაეცანით და მკაცრად დაიცავით ელექტროხელსაწყოს ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს უსაფრთხოების ტექნიკის მითითებები, რომელიც გამოიყენება მტვრის მოშორების მოწყობილობასთან ერთად.
- ელექტროხელსაწყოთი ნებისმიერი სამუშაოს შესრულებისას (მაგ.: მონტაჟის, სამუშაო ინსტრუმენტის გამოცვლის, გაწმენდის წინ და ა.შ.) გამოიღეთ აკუმულატორი ელექტროხელსაწყოდან. ამომრთველის დაუგეგმავი ამოქმედებისას ჩნდება ტრავმირების საშიშროება.
- ყურადღება: აალების საშიშროება! არ იმუშაოთ არანაირ ლითონის მასალებზე დამონტაჟებული მტვრის მოშორების მოწყობილობით. ცხელმა ლითონის ბურბუშელამ შესაძლოა ააალოს მტვრის კონტეინერის ნაწილები.
- ატარეთ ყურის დამცველები. ხმაურმა შეიძლება გამოიწვიოს სმენის დაკარგვა.
- დაიცავით შესაბამისი ეროვნული და საერთაშორისო ნორმები.