სიზუსტის შემოწმება
რეგულარულად შეამოწმეთ დახრის გაზომვის სისწორე და მანძილი.
სიზუსტის შემოწმება და დახრის კუთხის გაზომვის დაკალიბრება
- ამისთვის განათავსეთ საზომი ხელსაწყო მაგიდაზე და გაზომეთ დახრის კუთხე.
- მოაბრუნეთ საზომი ხელსაწყო 180°-ით და ისევ გაზომეთ დახრის კუთხე.
- გამოსახული მნიშვნელობის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს მაქს. 0,3°.
დიდი გადახრების შემთხვევაში საჭიროა საზომი ხელსაწყოს ხელახალი დაკალიბრება.
- დააჭირეთ ღილაკს , ძირითადი პარამეტრების მენიუს გასახსნელად.
- აირჩეთ და დაადასტურეთ არჩევანი, ღილაკზე დაჭერით.
- მიყევით მითითებებს დისპლეიზე.
- ტემპერატურის ძლიერი ცვლილებისა და რყევების შემდეგ, ჩვენ გირჩევთ სიზუსტის შემოწმებას და, საჭიროების შემთხვევაში, საზომი ხელსაწყოს დაკალიბრებას. ტემპერატურის მერყეობის შემთხვევაში, საზომ ხელსაწყოს მიეცით თავისი ტემპერატურის სტაბილიზაციის საშუალება სანამ, მოხდება მისი დაკალიბრება.
მანძილის გაზომვის სიზუსტის შემოწმება
სიზუსტის შესამოწმებლად, გაზომვა უნდა შესრულდეს ხელსაყრელ პირობებში, ანუ მონაკვეთი უნდა იმყოფებოდეს სათავსოში და სამიზნეს ზედაპირი უნდა იყოს გლუვი და კარგად არეკვლადი (მაგალითად, თეთრი საღებავით შეღებილი კედელი).
- აირჩიეთ მონაკვეთი დაახლ. 3 – 10 მ სიგრძის, რომლის სიგრძე ზუსტადაა ცნობილი (მაგალითად, სათავსოს სიგანე, კარის ღიობი).
- გაზომეთ ფართობი ზედიზედ 10-ჯერ.
- ხელსაყრელ პირობებში ცალკეული გაზომვების შედეგების გადახრა ზუსტად ცნობილი მნიშვნელობიდან არ უნდა აღემატებოდეს ±2 მმ გაზომვის სრულ მონაკვეთზე. ჩაწერეთ გაზომვები, რათა სიზუსტე მოგვიანებით შედარდეს.