საზომი ინსტრუმენტის კვება

საზომ ინსტრუმენტს შეუძლია მუშაობა ან ჩვეულებრივი ბატარეებით, ან ლითიუმის-იონიანი Bosch აკუმულატორებით.

  • ისარგებლეთ, მხოლოდ სამუხტი მოწყობილობებით, რომლებიც მითითებულია ტექნიკურ მონაცემებში. თუმცა ეს სამუხტი მოწყობილობები ვარგისია თქვენი საზომი ინსტრუმენტის ლითიუმის-იონიანი აკუმულატორებისთვის.

მითითება: გადაზიდვის საერთაშორისო წესების შესაბამისად ლითიუმ-იონური აკუმულატორები მოდის ნახევრად დამუხტული. სრული სიმძლავრის უზრუნველყოფის მიზნით დამუხტეთ აკუმულატორი სრულად პირველი გამოყენების წინ.

დამუხტული აკუმულატორის (15) ჩასასმელად ჩასვით ის აკუმულატორის განყოფილებაში (10) ისე, რომ ნათლად შევიდეს მოდებაში.

აკუმულატორის (15) ამოსაღებად დააჭირეთ განბლოკვის ღილაკს (13) და ამოიღეთ აკუმულატორი მისი განყოფილებიდან (10). არ გამოიყენოთ ძალა.

საზომ ხელსაწყოში რეკომენდებულია ტუტე-მანგანუმის ბატარეების გამოყენება.

ბატარეები უნდა ჩასვათ ბატარეების გადამყვანში.

  • ბატარეების გადამყვანი გათვალისწინებულია მხოლოდ შესაბამის Bosch საზომ ინსტრუმენტებში გამოსაყენებლად, დაუშვებელია მათი გამოყენება ელექტროხელსაყოში.

ბატარეების ჩასასმელად, გაწიეთ ბატარეების გადამყვანის ბუდე (11) აკუმულატორის განყოფილებაში (10). მოათავსეთ ბატარეები ბუდეში გადამყვანის თავსახურზე სურათის შესაბამისად (14). ჩამოაცვით თავსახური ბუდეს, რათა მკვეთრად შევიდეს მოდებაში.

ბატარეების (12) გამოსაღებად, დააჭირეთ განბლოკვის ღილაკს (13) გადამყვანის თავსახურზე (14) და მოხსენით თავსახური. ყურადღება მიაქციეთ, რომ ბატარეები არ ამოვარდეს. ამისათვის საზომი ინსტრუმენტი აკუმულატორის განყოფილებით (10) ზევით გეჭიროთ. გამოიღეთ ბატარეები. შიგნით არსებული ბუდის (11) აკუმულატორის განყოფილებიდან ამოსაღებად, მოკიდეთ ბუდეს და გამოიღეთ საზომი ინსტრუმენტიდან, გვერდითა კედლებზე ოდნავ დაჭერით.

ყველა ბატარეა ერთდროულად გამოცვალეთ. გამოიყენეთ მხოლოდ ერთი მწარმოებლის და ერთნაირი ტევადობის ბატარეები.

  • ამოიღეთ ბატარეები საზომი ხელსაწყოდან, თუ მათ დიდი ხნის განმავლობაში არ იყენებთ. ხანგრძლივმა შენახვამ შეიძლება გამოიწვიოს ბატარეების კოროზია და თვითგანმუხტვა.

ბატარეის მუხტის ინდიკატორი (2) გამოსახავს აკუმულატორის ან ბატარეის დამუხტვის დონეს:

LED

მუხტის მდგომარეობა

მწვანე დიოდი უწყვეტად ანთია

100–75 %

ყვითელი დიოდი უწყვეტად ანთია

75–35 %

წითელი დიოდი უწყვეტად ანთია

35–10 %

სინათლე არ არის

  • აკუმულატორი გაუმართავია
  • ბატარეები დამჯდარია

თუ აკუმულატორი ან ბატარეა დაჯდება, ლაზერული ხაზების სიკაშკაშე ნელ-ნელა კლებულობს.

დაუყოვნებლივ გამოცვალეთ გაუმართავი აკუმულატორი ან დამჯდარი ბატარეები.

საზომი ინსტრუმენტი აღჭურვილია მინიატურული კვების ელემენტით (21), რის წყალობითაც თარიღი და დრო ფუნქციისთვი CAL guard შეინახება აკუმულატორის და ბატარეის გარეშე.

მინიატურული კვების ელემენტის გამოსაცვლელად, გამოიღეთ აკუმულატორი ან ბატარეების გადამყვანი.

გამოიღეთ მინიატურული კვების ელემენტი (22) მინიატურული კვების ელემენტის განყოფილებიდან (23). გამოიღეთ დამჯდარი მინიატურული კვების ელემენტი (21) და ჩასვით თავიდან. ყურადღება მიაქციეთ სწორ პოლარულობას სურათის შესაბამისად მინიატურულ კვების ელემენტზე (დადებითი პოლუსი მინიატურულ კვების ელემენტზე ზევით უნდა იყოს მიმართული).

ჩასვით მინიატურული კვების ელემენტის დამჭერი (22) ჩაშენებული მინიატურული კვების ელემენტით განყოფილებაში (23). ყურადღება მიაქციეთ, რომ მინიატურული კვების ელემენტი სწორად და ბოლომდე იყოს ჩასმული, ვინაიდან არ იქნება გარანტირებული მტვერისგან და წყლის შხეფებისგან დაცვა.

პირველი გამოყენების წინ მოხსენით დამცავი ფირი მინიატურულ კვების ელემენტს (21). მოიქეცით ისევე, როგორც მინიატურული კვების ელემენტის გამოცვლისას.