გამოყენების ინსტრუქცია

ლაზერის სხივი აჩვენებს სახერხი დისკის ხერხვის ხაზს. ეს იძლევა ნამზადის ძალიან ზუსტი განლაგების საშუალებას ჭრისთვის, ამ დროს არ არის საჭირო ქანქარა დამცავი გარსაცმის გახსნა.

  • ამისთვის საჭიროა ჩართოთ ლაზერის სხივი ამომრთველის მეშვეობით (30).
  • გაასწორეთ მონიშვნა ნამზადზე ლაზერის ხაზის მარჯვენა ნაწიბურზე.

მითითება: ხერხვის დაწყრებამდე შეამოწმეთ, სწორად თუ არის მითითებული ხერხვის ხაზი. ინტენსიური ექსპლუატაციის შემთხვევაში ლაზერის სხივის მომართვა შეიძლება მოიშალოს.

მაქსიმალური ზომები:

ჰორიზონტალური ხერხვის კუთხე

ვერტიკალური ხერხვის კუთხე

სიმაღლე х სიგანე [მმ]

60 x 123

45°

43 x 123

45° (მარჯვნივ/მარცხნივ)

60 x 80

45° (მარცხნივ)

45°

43 x 80

45° (მარჯვნივ)

45°

35 x 80

მცირე ზომის ნამზადები (= ყველა ნამზადი, რომელიც შეიძლება დამაგრდეს მარცხნივ ან მარჯვნივ სახერხი დისკიდან თანდართული ჭახრაკების მეშვეობით (22): 145 x 50 მმ (სიგრძე x სიგანე)

ჩანაჭრის სიღრმე, მაქს. (0°/0°): 60 მმ

ერთნაირი სიგრძის ნამზადის მარტივი ხერხვისთვის შესაძლებელია გრძივი საყრდენის გამოყენება (10).

  • მოუშვით მომჭერ ხრახნს (46) და გადაადგილეთ გრძივი საყრდენი (10) მიმმართველი თამასის მხარეს (37) ნამზადის სასურველ სიგრძეზე.
  • ისევ მჭიდროდ მოუჭირეთ მომჭერ ხრახნს (46).

მსხვილი ნამზადები:

  • მოუშვით ქანჩყურიანი ხრახნი (36) და გამოწიეთ მიმმართველი თამასა (37) გარეთ ბოლომდე.
  • ისევ მჭიდროდ მოუჭირეთ ქანჩყურიან ხრახნს (36).
  • დააყენეთ გრძივი საყრდენი (10) ნამზადის სასურველ სიგრძეზე.

ხერხვა გრძივი საყრდენის გარეშე:

  • მოუშვით მომჭერ ხრახნს (46) და გადაადგილეთ გრძივი საყრდენი (10) მიმმართველი თამასის მხარე (37) სრულად გარეთ.
  • მოატრიალეთ გრძივი საყრდენი 90°, ისე, რომ თანაბრად იყოს საყრდენ თამასასთან (11).
  • ისევ მჭიდროდ მოუჭირეთ მომჭერ ხრახნს (46).

დეფორმირებული ან მრგვალი ნამზადების ხერხვისას საჭიროა განსაკუთრებით სიამედოდ დააფიქსიროთ ისინი სრიალის საწინააღმდეგოდ. ხერხვის ხაზზე არ უნდა იყოს მანძილი ნამზადს, საყრდენ თამასას და სახეხრ მაგიდას შორის.

შეიძლება საჭირო იყოს დაამზადოთ სპეციალური კრონშტაინი.

ელექტროხელსაწყოს ხანგრძლივი გამოყენებისას ჩასადგმელი ფილა (14) შესაძლოა გაიცვითოს.

გამოცვალეთ გაუმართავი ჩასადგმელი ფილა.

  • ჩააყენეთ ელექტროხელსაწყო სამუშაო მდგომარეობაში.
  • ამოხრახნეთ ხრახნები (47) ჯვარედინა სახრახნისის მეშვეობით და მოხსენით ძველი ჩასადგმელი ფილა (14).
  • ჩასვით ახალი ჩასადგმელი ფილა და ისევ მჭიდროდ მოუჭირეთ ხრახნებს (47).

ელექტროხელსაწყოს ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ შესაძლოა ფილა-სადებები ცვეთა (14).

გამოცვალეთ გაუმართავი ფილა-სადებები.

  • ჩააყენეთ ელექტროხელსაწყო სამუშაო მდგომარეობაში.
  • ამოხრახნეთ ხრახნები (47) ჯვარედინა სახრახნისის მეშვეობით და მოხსენით ძველი ჩასადგმელი ფილა (14).
  • ჩასვით ახალი ჩასადგმელი ფილა და ისევ მჭიდროდ მოუჭირეთ ხრახნებს (47).