ხერხის პირის დაყენება/გამოცვლა
- ცვლადი ინსტრუმენტის მონტაჟის და გამოცვლისას ჩაიცვით დამცავი ხელთათმანები. ცვლადი ინსტრუმენტი ძალიან ბასრია და ხანგრძლივი ექსპლუატაციის შემთხვევაში შესაძლოა გაცხელდეს.
- ჩასმის წინ გაწმინდეთ ხერხის პირის კუდი. ჭუჭყიანი კუდის საიმედოდ დამაგრება შეუძლებელია.
ჩასვით ხერხის პირი (10) კბილანებით ჭრის მიმართულებით ბუდეში (13) ფიქსაციამდე.
ხერხის პირის ჩასმისას, ყურადღება მიაქციეთ, რომ პირის უკანა მხარე ჩასმული იყოს მიმმართველი გორგოლაჭის ღრეჩოში (12).
- შეამოწმეთ ხერხის პირის ჩასმის საიმედოობა. დაუმაგრებელი ხერხის პირი შესაძლოა ამოვარდეს და დააზიანოს ის.