ხშირად დასმული კითხვები
რომელი დასამუხტი მოწყობილობა უხდება ჩემს აკუმულატორს?
ყველა აკუმულატორი 12 ვ თავსებადია Bosch Professional ყველა დასამუხტ მოწყობილობასთან 12 ვ.
პროფესიონალ მომხმარებლებს ვურჩევთ გამოიყენონ დასამუხტი მოწყობილობა აკუმულატორით, რომლის (სრული) დამუხტვის დრო შეადგენს 1 სთ-ზე ნაკლებს.
დამუხტვის ყველა მითითება იხ. ონლაინ-სახელმძღვანელოში ან Bosch Professional ვებ-გვერდზე.
რამდენი დრო სჭირდება ჩემი აკუმულატორის სრულ დამუხტვას?
აკუმულატორის დამუხტვის დრო დამოკიდებულია ორ ფაქტორზე:
- აკუმულატორის ტიპზე და ტევადობაზე;
- დამუხტვის სიჩქარეები
დამუხტვის ყველა მითითება იხ. ონლაინ-სახელმძღვანელოში (დამუხტვის დრო) ან Bosch Professional ვებ-გვერდზე.
შეიძლება, თუ არა აკუმულატორის დატოვება დასამუხტ მოწყობილობაში?
როგორც კი აკუმულატორი სრულად დამუხტული იქნება და დასამუხტი მოწყობილობა გიჩვენებთ ამას, დამუხტვის პროცესი დასრულდება.
აკუმულატორი შეგიძლიათ დატოვოთ დასამუხტ მოწყობილობაში, მაგრამ არა ხანგრძლივი დროით.
რა ტემპერატურაზე უნდა დამუხტოთ, გამოიყენოთ და შეინახოთ აკუმულატორი?
- ექსპლუატაციის და შენახვისთვის გარემოს დასაშვები ტემპერატურის დიაპაზონი შეადგენს −20 °C-დან 50 °C-მდე.
- გარემოს რეკომენდირებული ტემპერატურა დამუხტვისას შეადგენს 0 °C-დან 35 °C-მდე.
- აკუმულატორის მოქმედების ოპტიმალური ვადისთვის რეკომენდირებულია ის შეინახოთ 0 °C-დან 20 °C-მდე პირობებში.
აკუმულატორის დამუხტვის როგორი დონე არის ოპტიმალური მოქმედების ხანგრძლივი ვადისთვის?
მოქმედების ხანგრძლივი ვადისთვის იდეალურად უხდება დამუხტვის 80 % დონე.
აკუმულატორის დამუხტვის როგორი დონე არის ოპტიმალური ხანგრძლივი შენახვისთვის?
ხანგრძლივი შენახვისთვის იდეალურად უხდება დამუხტვის 30–50 % დონე.