ტექნიკური მომსახურება და გაწმენდა
- ელექტროხელსაწყოთი ნებისმიერი სამუშაოს შესრულებისას გამორთეთ ელექტროკვების კაბელის შტეფსელი როზეტიდან.
- სათანადო და უსაფრთხო მუშაობისუზრუნველსაყოფად დაიცავით ელექტრო ხელსაწყოს და ვენტილაციის ჰაერსატარის სისუფთავე.
თუ საჭიროა შემაერთებელი კაბელის გამოცვლა, ეს უნდა განხორციელდეს Bosch ელექტროხელსაწყოების ავტორიზებული სერვის Bosch ცენტრში, საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
ქანქარა დამცავი გარსაცმი (9) ყოველთვის თავისუფლად უნდა მოძრაობდეს და ავტომატურად იხურებოდეს.ამიტომ, ყოველთვის სუფთად შეინახეთ ქანქარა დამცავი გარსაცმის გარშემო ზონა.
ყოველი სამუშაო ოპერაციის შემდეგ მოაშორეთ მტვერი და ბურბუშელა ჰაერის ნაკადით ან ფუნჯით.
რეგულარულად გაწმინდეთ სრიალის გორგოლაჭი (26).
ლაზერის ლინზის გაწმენდა (იხ.სურ. S)
- გადაწიეთ ქანქარა დამცავი გარსაცმი (9) უკან და დააყოვნეთ ამ პოზიციაში.
- მოუშვით ნაკეჭნი თავით ხრახნს (50) ლაზერის დამცავ ხუფზე (7).
- გამოწიეთ გამჭვირვალე თავსახურით ლაზერული ლინზა (51) ლაზერის დამცავი ხუფიდან და მოაშორეთ ჭუჭყი მშრალი ქსოვილის ტილოთი.
- შეწიეთ თავსახური (51) უკან ლაზერის დამცავ ხუფში (7) ბოლომდე და ისევ მოუჭირეთ ნაკეჭნი თავით ხრახნს (50).