სახერხი დისკის გამოცვლა (იხ. სურ. D1 − D3)
- ელექტროხელსაწყოთი ნებისმიერი სამუშაოს შესრულებისას გამორთეთ ელექტროკვების კაბელის შტეფსელი როზეტიდან.
- სახერხი დისკის მონტაჟისას ჩაისვით დამცავი ხელთათმანები. სახერხ დისკთან შეხებამ შესაძლოა გამოიწვიოს ტრავმები.
გამოიყენეთ მხოლოდ ის სახერხი დისკები, რომელთა მაქსიმალური ბრუნვის რიცხვი მეტია თქვენი ელექტროხელსაწყოს უქმე სვლის ბრუნების რიცხვზე.
გამოიყენეთ მხოლოდ სახერხი დისკები, რომლებიც შეესაბამება ამ ინსტრუქციებში მითითებულ მახასიათებლებს, და რომელიც შემოწმებულია EN 847-1 სტანდარტის შესაბამისობაზე და გააჩნია სათანადო მარკირება.
გამოიყენეთ მხოლოდ სახერხი დისკები, რომელიც რეკომენდირებულია ელექტროხელსაწყოს მწარმოებლის მიერ და გამოსადეგია მასალისთვის, რომლის დამუშავებასაც აპირებთ. ეს თავიდან აგაცილებთ ხერხვისას კბილანების გადახურებას.
სახერხი დისკის მოხსნა
- ჩააყენეთ ელექტროხელსაწყო სამუშაო მდგომარეობაში.
- გადაწიეთ ქანქარა დამცავი გარსაცმი (9) უკან და დააყოვნეთ ამ პოზიციაში.
- მოატრიალეთ სჭვალი შიდა ექვსწახნაგით (39) ექვსწახნაგა გასაღების მეშვეობით (6 მმ) (32) და ამავდროულად დააჭირეთ შპინდელის ფიქსატორს (28), მოდებისთვის.
- დააყოვნეთ შპინდელის ფიქსატორი (28) დაჭერილ მდგომარეობაში და ამავე დროს ამოხრახნეთ ხრახნი შიდა ექვსწახნაგით (39) საათის ისრის მიმართულებით (მარცხენა კუთხვილი!).
- მოხსენით მომჭერი მილტუჩი (40).
- მოხსენით სახერხი დისკი (41).
- ნელ-ნელა გაწიეთ ქანქარა ბუდე უკან.
სახერხი დისკსის დაყენება
- მონტაჟისას თვალი ადევნეთ რათა, კბილანების ჭრის მიმართულება (ისარი სახერხ დისკზე) ემთხვევოდეს ისარს დამცავ ბუდეზე!
საჭიროების შემთხვევაში, დაყენებამდე გაწმინდეთ ყველა სამონტაჟო ნაწილი.
- გადაწიეთ ქანქარა დამცავი გარსაცმი (9) უკან და დააყოვნეთ ამ პოზიციაში.
- ჩამოაცვით ახალი სახერხი დისკი შიდა მომჭერ მილტუჩს (42).
- ჩამოაცვით მომჭერი მილტუჩი (40) და ჩახრახნეთ ხრახნი შიდა ექვსწახნაგით (39). მოუჭირეთ შპინდელის ფიქსატორს (28), მოდებისთვის და მოუჭირეთ ხრახნს შიდა ექვსწახნაგით საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით.
- ნელ-ნელა გაწიეთ ქანქარა ბუდე უკან.