სიზუსტის შემოწმება
რეგულარულად შეამოწმეთ დახრის გაზომვის სისწორე და მანძილი.
- ამისთვის განათავსეთ საზომი ხელსაწყო მაგიდაზე და გაზომეთ დახრის კუთხე.
- მოაბრუნეთ საზომი ხელსაწყო 180°-ით და ისევ გაზომეთ დახრის კუთხე.
- გამოსახული მნიშვნელობის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს მაქს. 0,3°.
დიდი გადახრების შემთხვევაში საჭიროა საზომი ხელსაწყოს ხელახალი დაკალიბრება.
- დააჭირეთ და გეჭიროთ ღილაკი , რათა გახსნათ მენიუ ძირითადი პარამეტრები.
- აირჩეთ და დაადასტურეთ არჩევანი, ღილაკზე დაჭერით.
- მიყევით მითითებებს დისპლეიზე.
- ტემპერატურის ძლიერი ცვლილებისა და რყევების შემდეგ, ჩვენ გირჩევთ სიზუსტის შემოწმებას და, საჭიროების შემთხვევაში, საზომი ხელსაწყოს დაკალიბრებას. ტემპერატურის მერყეობის შემთხვევაში, საზომ ხელსაწყოს მიეცით თავისი ტემპერატურის სტაბილიზაციის საშუალება სანამ, მოხდება მისი დაკალიბრება.
სიზუსტის შესამოწმებლად, გაზომვა უნდა შესრულდეს ხელსაყრელ პირობებში, ანუ მონაკვეთი უნდა იმყოფებოდეს სათავსოში და სამიზნეს ზედაპირი უნდა იყოს გლუვი და კარგად არეკვლადი (მაგალითად, თეთრი საღებავით შეღებილი კედელი).
- აირჩიეთ მონაკვეთი დაახლ. 3 – 10 მ სიგრძის, რომლის სიგრძე ზუსტადაა ცნობილი (მაგალითად, სათავსოს სიგანე, კარის ღიობი).
- გაზომეთ ფართობი ზედიზედ 10-ჯერ.
- ხელსაყრელ პირობებში ცალკეული გაზომვების შედეგების გადახრა ზუსტად ცნობილი მნიშვნელობიდან არ უნდა აღემატებოდეს ±2 მმ გაზომვის სრულ მონაკვეთზე. ჩაწერეთ გაზომვები, რათა სიზუსტე მოგვიანებით შედარდეს.
რეგულარულად შეამოწმეთ ლაზერის და სამიზნე ინდიკატორის შესაბამისობის სიზუსტე.
- ამისთვის მიზნის სახით აირჩიეთ ნათელი, რაც შეიძლება მკრთალად განათებული სიბრტყე, (მაგალითად, თეთრი კედელი) არანაკლებ 5 მ მანძილი დაშორებით.
- დარწმუნდით, რომ ლაზერული წერტილი იმყოფება სამიზნეს ინდიკატორის ფარგლებში დისპლეიზე.
- თუ ლაზერული წერტილი იმყოფება სამიზნეს ინდიკატორის ფარგლებში, სამიზნეს ინდიკატორი ხელახლა უნდა დაკალიბრდეს.
მიზნის ინდიკატორის ხელახლა დაკალიბრება
- დააჭირეთ და გეჭიროთ ღილაკი , რათა გადახვიდეთ მენიუში ძირითადი პარამეტრები.
- აირჩეთ და დაადასტურეთ არჩევანი, ღილაკზე დაჭერით.
- მიყევით მითითებებს დისპლეიზე.