გამოყენების მითიტებები
- მარკირებისთვის ყოველთვის გამოიყენეთ მხოლოდ ლაზერული ხაზის ცენტრი. ლაზერული ხაზის სიგანე იცვლება მანძილიდან გამომდინარე.
დამჭერი (13) იძლევა საზომი ხელსაწყოს დამაგრების შესაძლებლობას ვერტიკალურ ზედაპირებზე ან მაგნიტურ მასალებზე. ჭერის კრონშტეინის გამოყენების დროს (17) ასევე შესაძლებელია საზომი ხელსაწყოს სიმაღლეზე რეგულირება.
ჩამოაცვით საზომი ხელსაწყო ბუდეთი შტატივს 1/4" (11) დამჭერის ხრახნზე 1/4" (15) და მოუჭირეთ ბოლომდე.
დამჭერის მონტაჟის ვარიანტი (13):
- ჩვეულებრივი სამაგრი ხრახნის მეშვეობით, რომელიც ჩასმულია ხრახნის ნახვრეტში (16) ხის კედელზე (იხ. სურ. B),
- მაგნიტის მეშვეობით (14) მაგნიტური მასალების ზედაპირებზე (იხ. სურ. C),
- ჭერის კრონშტაინის მეშვეობით (17) ჭერის ძელებზე (იხ. სურ. D).
- აქსესუარის ზედაპირებზე დამაგრებისას თითები მოარიდეთ მაგნიტური აქსესუარის უკანა მხარეს. ძლიერმა მაგნიტურმა მიზიდულობამ შეიძლება გამოიწვიოს თითების დაწეწკვა.
გაასწორეთ დამჭერი (13) თვალზე საზომი ხელსაწყოს ჩართვამდე.
უნივერსალური სამაგრის მეშვეობით (19) შესაძლებელია საზომი ხელსაწყოს დამაგრება, მაგალითად, ვერტიკალურ ზედაპირებზე ან მაგნიტური მასალისგან დამზადებულ ზედაპირებზე. უნივერსალური სამაგრი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც სადგამი. ეს ამარტივებს ხელსაწყოს სიმაღლეში გასწორებას.
- აქსესუარის ზედაპირებზე დამაგრებისას თითები მოარიდეთ მაგნიტური აქსესუარის უკანა მხარეს. ძლიერმა მაგნიტურმა მიზიდულობამ შეიძლება გამოიწვიოს თითების დაწეწკვა.
საზომი ხელსაწყოს ჩართვამდე, წინასწარ განახორციელეთ უნივერასალური დამჭრის ცენტრირება (19).
მბრუნავი სამაგრის მეშვეობით (20) საზომი ინსტრუმენტი შეგიძლიათ მოაბრუნოთ 360°-ით. ეს საშუალებას მოგცემთ ზუსტად დაარეგულიროთ ლაზერული ხაზები, საზომი ინსტრუმენტის პოზიციის ცვლის კონტროლით.
მბრუნავი სამაგრი (20) შეგიძლიათ გამოიყენოთ სადგამის სახით, რათა მიახრახნოთ ინსტრუმენტი ვერტიკალურ ზედაპირებს, ლითონის ზედაპირებზე დამაგრება მაგნიტების მეშვეობით (14) ან ჭერის თამასებზე დამაგრება კრონშტაინის მეშვეობით (17).
- აქსესუარის ზედაპირებზე დამაგრებისას თითები მოარიდეთ მაგნიტური აქსესუარის უკანა მხარეს. ძლიერმა მაგნიტურმა მიზიდულობამ შეიძლება გამოიწვიოს თითების დაწეწკვა.
გაასწორეთ მბრუნავი სამაგრი თვალზომით (20) საზომი ინსტრუმენტის ჩართვის წინ.
ლაზერულ ხელსაწყოსთან სამუშაო სათვალე ფილტრავს გარემოს შუქს. ამის წყალობით ლაზერის შუქი თვალისთვის უფრო კაშკაშაა.
- არ გამოიყენოთ სათვალეები ლაზერული ინსტრუმენტით სამუშაოდ (აქსესუარი) დამცავი სათვალეების სახით. ლაზერული ინსტრუმენტით მუშაობის სათვალეები უზრუნველყოფენ ლაზერული სხივის საუკეთესო მანძილს, მაგრამ არ იცავენ ლაზერული გამოსხივებისგან.
- არ გამოიყენოთ სათვალეები ლაზერული ინსტრუმენტით სამუშაოდ (აქსესუარი) მზის დამცავი სათვალეების სახით ან საჭესთან. ლაზერთან მუშაობის სათვალეები არ უზრუნველყოფენ სრულ უი-გამოსხივებისგან დაცვას და ამცირებს სწორი ფერების აღქმას.