მუშაობის რეჟიმი

საზომ ხელსაწყოს აქვს მუშაობის რამდენიმე რეჟიმი, რომელთა გადართვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს:

  • ჯვარედინა ხაზოვანი რეჟიმი: საზომი ხელსაწყო ასხივებს ერთ ვერტიკალურ და ერთ ჰორიზონტალურ ლაზერულ ხაზს წინ. ლაზერული ხაზები გადაიკვეთება 90°-ით კუთხით.
  • ჰორიზონტალური ხაზოვანი რეჟიმი: საზომი ხელსაწყო ასხივებს ერთ ჰორიზონტალურ ლაზერულ ხაზს წინ.
  • ვერტიკალური ხაზოვანი რეჟიმი: საზომი ხელსაწყო ასხივებს ერთ ვერტიკალურ ლაზერულ ხაზს წინ.
    საზომი ხელსაწყოს კედელზე პოზიცინირებისას, ვერტიკალური ლაზერული ხაზი თითქმის სრულ წრეს ქმნის ლაზერული ხაზებისგან (360°-ით) რომელიც თითქმის მთელს პერიმეტრზე გადის.

რეჟიმის შესაცვლელად, დააჭირეთ ლაზერის მუშაობის რეჟიმის არჩევის ღილაკს (2), სანამ ლაზერის სხივები არ გადავა საჭირო სამუშაო რეჟიმი.

მუშაობის ყველა რეჟიმი შესაძლებელია როგორც ავტომატური ნიველირებით, ასევე დახრის ფუნქციით.