ლითიუმ-იონური აკუმულატორის ბლოკით ექსპლუატაცია
ლითიუმ-იონური აკუმულატორის ბლოკის დაყენება/შეცვლა
დააყენეთ ლითიუმ იონური აკუმულატორი (10) საზომ ინსტრუმენტში და მოატრიალეთ მბრუნავი საკეტი (6) ისე, რომ ყური აფიქსირებდეს ლითიუმ იონურ აკუმულატორს.
ლითიუმ იონური აკუმულატორის ამოსაღებად (10) მბრუნავ საკეტს მოხსენით ფიქსირება (6) და მოატრიალეთ 90°. ამოიღეთ ლითიუმ იონური აკუმულატორი საზომი ინსტრუმენტიდან.
ლითიუმ-იონური აკუმულატორის ბლოკის დამუხტვა
- დასამუხტად გამოიყენეთ მხოლოდ კვების ბლოკი USB, რომლის გამოსასვლელი ძაბვა და მინიმალური გამოსასვლელი დენი შეესაბამება "ტექნიკურ მახასიათებლებში" მითითებულ მოთხოვნებს. ამასთან ერთად დაიცავით USB კვების ბლოკების ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს დებულებები.
- გაითვალისწინეთ ძაბვა ქსელში! კვების წყაროს ძაბვა უნდა შეესაბამებოდეს კვების ბლოკის შტეფსელური ჩანგლით მონაცემებს ქარხნულ ფირფიტაზე.
- დატენეთ აკუმულატორი USB-როზეტის მეშვეობით მხოლოდ გარემოს +10 °C-დან +35 °C-მდე ტემპერატურულ პირობებში. მითითებული ტემპერატურული დიაპაზონის გარეთ დამუხტვამ, შეიძლება გამოიწვიოს აკუმულატორის დაზიანება ან გაზარდოს აალების რისკი.
მითითება: გადაზიდვის საერთაშორისო წესების შესაბამისად ლითიუმ-იონური აკუმულატორები მოდის ნახევრად დამუხტული. სრული სიმძლავრის უზრუნველყოფის მიზნით დამუხტეთ აკუმულატორი სრულად პირველი გამოყენების წინ.
გახსენით USB Type-C® ბუდის თავსახური (7). ჩართეთ USB ბუდე USB კაბელის მეშვეობით (18) კვების ბლოკის USB კვეთილით. ჩართეთ კვების ბლოკი ქსელში.
მუხტის ინდიკატორის ფერი (5) | მნიშვნელობა |
---|---|
ყვითელი | ლითიუმ-იონური აკუმულატორის ბლოკი იმუხტება. |
მწვანე შუქი | ლითიუმ-იონური აკუმულატორის ბლოკი სრულად დამუხტულია. |
წითელი შუქი | დასამუხტი ძაბვის ან დასამუხტი დენის შეუსაბამობა. |
დამუხტვის დასრულების შემდეგ გამორთეთ USB კაბელი (18). დახურეთ ბუდის თავსახური USB Type‑C® (7) მტვრის და შხეფებისგან დასაცავად.