ექსპლუატაციაში ჩაშვება
- გაითვალისწინეთ ძაბვა ელექტრო ქსელში! კვების წყაროს ძაბვა უნდა შეესაბამებოდეს ელექტროხელსაწყოს მონაცემებს ქარხნულ ფირფიტაზე.
- ხერხვის დაწყების წინ ყოველთვის მაგრად მოუჭირეთ ფიქსირების სახელურს (15) და მომჭერ სახელურს (33). სხვაგვარად სახერხი დისკი შესაძლოა მოიღუნოს ნამზადში.
ჩართვა (იხ. სურ. K)
- ელექტროხელსაწყოს ჩასართავად ჯერ გადაწიეთ ამომრთველის ბლოკირატორი (5) შუა პოზიციაში, და შემდეგ დააყოვნეთ ამომრთველი (29) დაჭერილ მდგომარეობაში.
მითითება: უსაფრთხოების მიზნებისთვის, ამომრთველი (29) არ შეიძლება დაფიქსირდეს და მუშაობის დროს ის მუდამ უნდა იყოს დაჭერილ მდგომარეობაში.
გამორთვა
- გამოსართავად აუშვით ამომრთველს (29).