ხერხვის ვერტიკალური კუთხეების დაყენება
ხერხვის ვერტიკალური კუთხის რეგულირება შეგიძლიათ 45°-დან (მარცხნიდან) 0°-მდე (მარჯვნიდან) დიაპაზონში.
ხშირად გამოყენებადი ვერტიკალური ხერხვის კუთხეების სწრაფი და ზუსტი რეგულირებისთვის გათვალისწინებულია კუთხეებისთვის ფიქსირებული პოზიციები 0° და 45°.
ხერხვის თვითნებური ვერტიკალური კუთხის რეგულირება (იხ. სურ. J)
- გამოწიეთ რეგულირებადი საყრდენი თამასა (23) ბოლომდე გარეთ.
- მოუშვით მომჭერი სახელური (33).
- ტარზე ხელის მოკიდებით (4), მოატრიალეთ სამუშაო ინსტრუმენტის კრონშტაინი საჭირო ვერტიკალურ კუთხემდე კუთხის ნიშნულზე (25).
- სამუშაო ინსტრუმენტის კრონშტაინი გეჭიროთ ამ პოზიციაში და ისევ მაგრად მოუჭირეთ მომჭერი სახელური (33).