მიწოდების კომპლექტი
მოწოდების კომპლექტის სურათი იხილეთ ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს დასაწყისში.
ელექტროხელსაწყოს პირველ გამოყენებამდე, შეამოწმეთ, ქვემოთ მითითებული კომპონენტები:
- პანელური ფილა დამონტაჟებული სახერხი დისკით (39)
- საჩერებელი სახელური (11)
- ექვსწახნაგა-გასაღები (16)
- ექვსწახნაგა-გასაღები (17)
- ჭახრაკი (18)
- ჭანჭიკი SDS
- მტვრის ტომარა
მითითება: შეამოწმეთ ელექტროხელსაწყო შესაძლო დაზიანებებზე.
სანამ გააგრძელებთ ელექტროხელსაწყოს გამოყენებას, აუცილებლად ყურადღებით შეამოწმეთ დამცავი მოწყობილობები ან ოდნავ დაზიანებული ნაწილები, რათა დარწმუნდეთ, რომ ისინი სათანადოდ მუშაობენ დანიშნულებისამებრ. დარწმუნდით, რომ მოძრავი ნაწილები მუშაობს გამართულად და არ არის ჩაჭიდებული ან დაზიანებული. ყველა ნაწილი უნდა იყოს სწორად აწყობილი და აკმაყოფილებდეს ყველა პირობას სათანადო მუშაობის უზრუნველსაყოფად.
დაზიანებული დამცავი მოწყობილობები და ნაწილები სათანადოდ უნდა შეკეთდეს ან შეიცვალოს ავტორიზებულ, სპეციალიზირებულ სახელოსნოში.
იარაღები, რომლებიც საჭიროა მიწოდების კომპლექტის დამატებით:
- ჯვრისებრი სახრახნისი
- რქისებრი გასაღები (ზომა: 8 მმ)
- რგოლური, რქისებრი ან ტორსული გასაღებები (ზომები: 10 მმ და 17 მმ)