მტვრის და ნათალის მოცილება
ზოგიერთი მასალის მტვერი (მაგალითად, ტყვიის შემცველი საღებავი, ზოგიერთი ხის მასალა, მინერალები და ლითონები) შეიძლება იყოს ჯანმრთელობისთვის საზიანო. მტვერთან შეხებამ და სასუნთქ გზებში მისმა მოხვედრამ შეიძლება გამოიწვიოს ოპერატორის ან მასთან ახლოს მყოფი პერსონალის ალერგიული რეაქციები და/ან სასუნთქი გზების დაავადებები.
მტვრის გარკვეული სახეობები, მაგალითად, მუხა და წიფელი, განიხილება კანცეროგენად, განსაკუთრებით ხის დამუშავების დანართებთან ერთად (ქრომატი, ხის დაცვის საშუალება).აზბესტის შემცველი მასალის დამუშავება დაავალეთ მხოლოდ სპეციალისტებს.
- შეძლებისდაგვარად, გამოიყენეთ ამ მასალისთვის შესაფერისი მტვრის მოცილების სისტემა.
- კარგად გაანიავეთ სამუშაო ადგილი.
- რეკომენდებულია რესპირატორული ნიღაბის გამოყენება P2 კლასის ფილტრით.
დაიცავით თქვენს ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები დასამუშავებელი მასალებისთვის.
- მოერიდეთ სამუშაო ადგილზე მტვერის დაგროვებას. მტვერი მარტივად აალდება.
მტვრის და ბურბუშელას ხვრელი შესაძლოა გაჭედილი იყოს მტვერით, ბურბუშელათი ან ნამზადის ფრაგმენტებით.
- გამორთეთ ელექტროხელსაწყო და გამოაერთეთ ელექტრო კვების კაბელის შტეფსელი როზეტიდან.
- დაელოდეთ, სანამ სახერხი დისკი ბოლომდე არ გაჩერდება.
- გამოავლინეთ ბლოკირების მიზეზი და აღმოფხვერით ის.
მტვერსასრუტის გარე სისტემა
მტვრის მოსაშორებლად მტვერგაყვანის ადაპტერს (23) შეიძლება შეუერთდეს მტვერსასრუტის შემწოვი შლანგი (Ø 35 მმ).
- მტვერსასრუტის შლანგი შეუერთეთ მტვერგაყვანის ადაპტერს (23).
მტვერსასრუტი უნდა გამოსადეგი იყოს დასამუშავებელ მასალაზე.
გამოიყენეთ სპეციალური მტვერსასრუტი განსაკუთრებით მავნე კონცეროგენული მტვრის და მშრალი მტვრის მოსაშორებლად.
მტვერგაყვანის ადაპტერის გაწმენდა
ოპტიმალური მტვერგაყვანის უზრუნველყოფისთვის საჭიროა მტვერსასრუტი ადაპტერის გაწმენდა (23).
- ბრუნვითი მოძრაობით მოაძრეთ მტვერგაყვანის ადაპტერი (23) ნახერხის ამოსაგდები არხიდან (22).
- მოაცილეთ ნამზადის ნატეხები და ნახერხი.
- ბრუნვითი მოძრაობით ისევ დააყენეთ მტვერგაყვანის ადაპტერი ნახერხის ამოსაგდებ არხზე, სანამ ის არ დაფიქსირდება ნახერხის ამოსაგდები არხის საჩერებელი რგოლის მეშვეობით.