გამოყენების ინსტრუქცია

  • ხერხვის დაწყების წინ ყოველთვის მაგრად მოუჭირეთ ფიქსირების სახელურს (11) და მომჭერ სახელურს (13). სხვაგვარად სახერხი დისკი შესაძლოა მოიღუნოს ნამზადში.
  • ნებისმიერი ნახერხის შესრულებისას ჯერ დარწმუნდით, რომ სახერხი დისკი არავითარ შემთხვევაში არ ეხება საყრდენ თამასებს, ჭახრაკებს ან ინსტრუმენტის სხვა ნაწილებს. მოხსენით ყველა დამატებითი საყრდენი ან დაარეგულირეთ ისინი შესაბამისად.

დაიცავით სახერხი დისკი დარტყმებისგან და ბიძგებისგან.არ დააჭიროთ სახერხ დისკს გვერდიდან.

გახერხეთ მხოლოდ ის მასალა, რომლებიც შეესაბამება დანიშნულებისამებრ გამოყენებას.

არ დაამუშავოთ დეფორმირებული ნამზადები. ნამზადს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სწორი ნაწიბური, რომელიც შეძლებს დაეყრდნოს საყრდენ თამასას.

გრძელი და მძიმე ნამზადები უნდა შედგათ რაიმეს ქვეშ ან მას შეუდგათ რამე ქვევიდან.

დარწმუნდით, რომ ქანქარა დამცავი ბუდე გამართულად ფუნქციონირებს და თავისუფლად მოძრაობს. კრონშტაინის დაშვებისას ქანქარა დამცავი ბუდე უნდა გაიხსნას. კრონშტაინის აწევისას ქანქარა დამცავი ბუდე ისევ უნდა დაეფაროს სახერხ დისკს და შევიდეს მოდებაში კრონშტაინის ყველაზე ზედა პოზიციაში.

ორი ლაზერის სხივი აჩვენებს სეხერხი დისკის ხერხვის სიგანეს. ეს იძლევა საშუალებას ძალიან ზუსტად განათავსოთ ნამზადი გასაჭრელად, ამ დროს არ არის საჭირო გახსნათ ქანქარა დამცავი გარსაცმი.

  • ჩართეთ ლაზერული სხივები ამომრთველის მეშვეობით (59).
  • გაათანაბრეთ ნიშნული ნამზადზე ორ ლაზერულ ხაზს შორის.

მითითება: ხერხვის დაწყებამდე შეამოწმეთ, სწორად თუ არის მითითებული ხერხვის სიგანე . ინტენსიური გამოყენებისას, მაგალ., ვიბრაციის ზემოქმედებისას, ლაზერული სხივები შეიძლება გადაადგილდეს.

  • არ დადგეთ ერთ ხაზზე სახერხ დისკთან ზონაში ელექტროხელსაწყოს წინ, ყოველთვის დაიკავეთ ადგილი სახერხი დისკის გვერდით. ამის წყალობით, თქვენ დაცული იქნებით შესაძლო უკუგდებისგან.
  • არ შეუშვიროთ ხელები და თითები მბრუნავ სახერხ დისკს.
  • აკრძალულია ხელების გადაჯვარედინება ზონაში მოძრავი კრონშტაინის წინ (27).

ელექტროხელსაწყოს გრძელვადიანი გამოყენების შემდეგ შესაძლებელია წითელი სადები ფილების გაცვეთა (9).

შეცვალეთ ხოლმე გაუმართავი სადები ფილები.

  • ჩააყენეთ ელექტროხელსაწყო სამუშაო მდგომარეობაში.
  • ამოხრახნეთ ხრახნები (60) ექვსწახნაგა გასაღების მეშვეობით (4 მმ) (16) და ამოიღეთ ძველი ჩასადგამი ფირფიტები.
  • ჩადგით ახალი გამართული სადები ფილები.
  • მიახრახნეთ სადები ფილა ხრახნებით (60) რაც შეიძლება შორს მარჯვნივ ისე, რომ წარმოქმნილი წევის მოძრაობის მთელ სიგრძეზე გამოირიცხოს სახერხი დისკის შეხება სადებ ფილასთან.
  • ანალოგიურად გაიმეორეთ ეს სამუშაო ოპერაციები ახალი მარცხენა სადები ფილისთვის.

ჰორიზონტალური ხერხვის კუთხე

ვერტიკალური ხერხვის კუთხე

სიმაღლე х სიგანე [მმ]

104 x 341

45°

104 x 240

45° (მარცხნივ)

51 x 341

45° (მარჯვნივ)

38 x 341

45°

45° (მარცხნივ)

51 x 240

45°

45° (მარჯვნივ)

38 x 240

L-პროფილი (მაქს. სისქე 36 მმ)
170 x 140

მინიმალური ნამზადები (= ყველა ნამზადი, რომელიც შეიძლება დამაგრდეს მარცხნივ ან მარჯვნივ სახერხი დისკიდან თანდართული ჭახრაკების მეშვეობით (18)): 160 x 335 მმ (სიგრძე x სიგანე)

ჩანაჭრის სიღრმე, მაქს. (0°/0°): 104 მმ