ექსპლუატაცია
- დაიცავით საზომი ხელსაწყო და დისტანციური მართვის პულტი ნესტისგან და პირდაპირი მზის სხივებისგან.
- დაიცავით საზომი ხელსაწყო და დისტანციური მართვის პულტი ექსტრემალური ტემპერატურების ზემოქმედებისგან და ტემპერატურის მერყეობისგან. არ დატოვოთ ისინი, მაგალითად, დიდი ხნით ავტომობილში.ხელსაწყოთი მუშაობის დაწყებამდე ტემპერატურის მნიშვნელოვანი რყევის შემთხვევაში, ჯერ აცალეთ საზომ ხელსაწყოს და დისტანციური მართვის პულტს გათბობა ან გაგრილება გარემოს ტემპერატურამდე. საზომი ხელსაწყოთი მუშაობის გაგრძელებამდე, ყოველთვის შეასრულეთ მისი სიზუსტის შემოწმება იხ. საზომი ხელსაწყოს სიზუსტის შემოწმება.
ექსტრემალურმა ტემპერატურებმა და ტემპერატურის ვარდნამ შეიძლება უარყოფითდ იმოქმედოს საზომი ხელსაწყოს სიზუსტეზე.
- მოერიდეთ საზომი ხელსაწყოს ვარდნას და ძლიერ დარტყმებს. ელექტროხელსაწყოზე ძლიერი ზემოქმედების შემდეგ, რეკომენდებულია მისი სიზუსტის შემოწმება, სანამ გააგრძელებთ მასთან მუშაობას იხ. საზომი ხელსაწყოს სიზუსტის შემოწმება.