მტვრის და ნათალის მოცილება
ზოგიერთი მასალის მტვერი (მაგალითად, ტყვიის შემცველი საღებავი, ზოგიერთი ხის მასალა, მინერალები და ლითონები) შეიძლება იყოს ჯანმრთელობისთვის საზიანო. მტვერთან შეხებამ და სასუნთქ გზებში მისმა მოხვედრამ შეიძლება გამოიწვიოს ოპერატორის ან მასთან ახლოს მყოფი პერსონალის ალერგიული რეაქციები და/ან სასუნთქი გზების დაავადებები.
მტვრის გარკვეული სახეობები, მაგალითად, მუხა და წიფელი, განიხილება კანცეროგენად, განსაკუთრებით ხის დამუშავების დანართებთან ერთად (ქრომატი, ხის დაცვის საშუალება).აზბესტის შემცველი მასალის დამუშავება დაავალეთ მხოლოდ სპეციალისტებს.
- შეძლებისდაგვარად, გამოიყენეთ ამ მასალისთვის შესაფერისი მტვრის მოცილების სისტემა.
- კარგად გაანიავეთ სამუშაო ადგილი.
- რეკომენდებულია რესპირატორული ნიღაბის გამოყენება P2 კლასის ფილტრით.
დაიცავით თქვენს ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები დასამუშავებელი მასალებისთვის.
- მოერიდეთ სამუშაო ადგილზე მტვერის დაგროვებას. მტვერი მარტივად აალდება.
მტვერგაყვანის შიდა სისტემა მტვერის კონტეინერით (იხ.გამ. A1–A4)
ჩართეთ მტვერის კონტეინერი (3) მტვერგაყვანის მილყელში (10) ისე, რომ გაიგოთ წკაპუნი.
რათა გაავლოთ მტვერის კონტეინერი (3), მოქაჩეთ ქვევით.
კონტეინერის გახსნამდე (3) ოდნავ დააკაკუნეთ მყარ ზედაპირზე, როგორც ნაჩვენებია გამოსახულებაზე, რათა მტვერი მოშრდეს ფილტრს.
აიღეთ მტვერის კონტეინერი (3) ბრტყელი ტარით, ახსენით ფილტრი (11) ზევით და გაავლეთ კონტეინერი. გაწმინდეთ ფილტრის ფურცლები (11) რბილი ჯაგრისით.
მტვერგაყვანის გარე სისტემა (იხ.გამ. B)
ჩასვით მტვერსასრუტის შლანგი (12) მტვრის გამყვან შტუცერში (10).
ჩართეთ მტვერსასრუტი შლანგი (12) მტვერსასრუტში. სხვადასხვა მტვერსასრუტების მიმოხილვა მოყვანილია ამ სახელმძღვანელოს ბოლოში.
მტვერსასრუტი გამოსადეგი უნდა იყოს დასამუშავებელი მასალისთვის.
გამოიყენეთ სპეციალური მტვერსასრუტი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით მავნე კონცეროგენური მტვერის ან მშრალი მტვერისთვის.
გერმანიაში TRGS 553 რეგლამენტის თანახმად, ხის მტვერთან მუშაობისთვის საჭიროა გამოცდილი მტვერგამყვანი სავენტილაციო მოწყობილობის აღჭურვილობა, კომერციულ ფართებში აკრძალულია შიდა მტვერსასრუტი სისტემების გამოყენება. სხვა მასალებთან მიმართებაში კომერციულმა მომხმარებელმა უნდა დააზუსტოს შესაბამისი ორგანოს სცეციალური მოთხოვნები.