ავტომატური ნიველირების ფუნქცია (იხ. სურ. AB)

დააყენეთ საზომი ინსტრუმენტი სტაბილურ ჰორიზონტალურ ზედაპირზე ან დაამაგრეთ ის შტატივზე  (18).

მოატრიალეთ საზომი ინსტრუმენტი მაგნიტურ მბრუნავ სამაგრზე (3) ისე, რომ ლაზერული სხივის გამოსავალი ხვრელი (1) ღია იყოს.

ავტომატური ნიველირების ფუნქციის ჩართვის შემდეგ კომპენსირებს უთანაბრობას თვითნიველირების დიაპაზონში ±3,5°. ნიველირება დასრულებულია, როგორც კი ლაზერული ხაზები აინთება უწყვეტად და შეწყვეტს გადაადგილდებას.

თუ ავტომატური ნიველირება შეუძლებელია, ვინაიდან ზედაპირი, რომელზეც დაყენებულია საზომი ინსტრუმენტი, განსხვავდება ჰორიზონტალისგან 3,5° მეტად, ლაზერული ხაზები იწყებენ უწყვეტ სწრაფ ციმციმს და საზომი ინსტრუმენტი მუშაობს ავტომატური ნიველირების ფუნქციის გარეშე. ლაზერული სხივები რჩება ჩართული, მაგრამ ორივე ჯვარედინა ხაზი აუცილებელი არ არის, რომ ერთმანეთის მიმართ სწორი კუთხით გადიოდეს.

ავტომატური ნიველირების განმეორებით ჩართვისთვის, საზომი ინსტრუმენტი დააყენეთ ჰორიზონტალურად და დაელოდეთ ავტომატური ნიველირების დასრულებას.მას შემდეგ, რაც საზომი ინსტრუმენტი დაბრუნდება ავტომატური ნიველირების დიაპაზონში ±3,5°, და შეასრულებს თვითნიველირებას, ლაზერული სხივები იწყებენ უწყვეტ ნათებას.

შერყევისას ან პოზიციის შეცვლისას მუშაობის დროს საზომი ინსტრუმენტი ავტომატურად თვითნიველირდება. განმეორებითი ნიველირების შემდეგ შეამოწმეთ ჰორიზონტალური ან ვერტიკალური ლაზერული ხაზების პოზიცია რეპერული წერტილების მიმართ საზომი ინსტრუმენტის გადაადგილების შედეგად შეცდომების თავიდან აცილების მიზნით.