სტციონარული ან მოქნილი აწყობა
- უსაფრთხო მოპყრობის უზრუნველყოფის მიზნით, გამოყენებამდე განათავსეთ ელექტროხელსაწყო თანაბარ და სტაბილურ სამუშაო ზედაპირზე (მაგალითად, დაზგაზე).
მონტაჟი სამუშაო ზედაპირზე (იხ. სურ. b1)
- დაამაგრეთ ელექტროხელსაწყო სამუშაო ზედაპირზე შესაფერისი ხრახნებით. ამისთვის გამოიყენება ნახვრეტები (8).
ან
- მიაჭირეთ იარაღის ფეხები ჩვეულებრივი ჭახრაკებით სამუშაო ზედაპირს.
მონტაჟი Bosch-ის წარმოების დაზგაზე
(იხ. სურ. b2)
(GTA 2500 W, GTA 3700, GTA 3800)
Bosch წარმოების GTA დაზგები უზრუნველყოფენ ელექტროხელსაწყოს მყარ დგომას ნებისმიერ ზედაპირზე სიმაღლეზე რეგულირებადი ფეხების წყალობით. დაზგის საყრდენები გათვალისწინებულია გრძელი ნამზადების ხელშეწყობისთვის.
- წაიკითხეთ ყველა გაფრთხილება და ინსტრუქცია, რომელიც ერთვის სამუშაო მაგიდას. გაფრთხილებების და ინსტრუქციის დაუცველობა იწვევს ელექტრული დენით დაზიანებას, ხანძარს და/ან მძიმე ტრავმებს.
- ელექტროხელსაწყოს დამონტაჟების წინ სწორად ააწყეთ სამუშაო მაგიდა. სწორი აწყობა მნიშვნელოვანია ჩამონგრევის რისკის თავიდან აცილების მიზნით.
- ელექტროხელსაწყო დაამაგრეთ დაზგაზე ტრანსპორტირების პოზიციაში.