დისტანციური მართვა „Bosch Levelling Remote App“ აპლიკაციის მეშვეობით

საზომი ინსტრუმენტი არჭურვილია მოდულით Bluetooth®, რომელიც რადიოკავშირის მეშვეობით უზრუნველყოფს დისტანციური მართვის საშუალებას Bluetooth® ინტერფეისით სმარტფონით.

ამ ფუნქციის გამოყენებისთვის საჭიროა მობილური აპლიკაცია „Bosch Levelling Remote App“. საბოლოო მოწყობილობაზე დამოკიდებულად ეს აპლიკაცია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ შესაბამისი მარკეტიდან (Apple App Store, Google Play Store).

საჭირო სისტემური მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია Bluetooth®-ით დაკავშირებისთვის ხელმისაწვდომია საიტზე Bosch www.bosch-pt.com.

Bluetooth® მეშვეობით დისტანციური მართვისას, მიღების ცუდი პირობების მიზეზით, შეიძლება მობილურ მოწყობილობას და საზომ ინსტრუმენტს შორის შეყოვნებები.

მობილურ მოწყობილობასთან კავშირის დამყარება/დასრულება

საზომი ინსტრუმენტის ჩართვისას ფუნქცია Bluetooth® ყოველთვის გამორთულია.

ჩართვა ფუნქციის Bluetooth® დისტანციური მართვისთვის:

  • ხანმოკლედ დააჭირეთ ღილაკს Bluetooth® (2). ამის დასადასტურებლად ღილაკი დაიწყებს ნელ-ნელა ციმციმს.
  • თუ საზომი ინსტრუმენტი ადრე უკვე იყო დაკავშირებული მობილურ მოწყობილობასთან და ეს მოწყობილობა მოქმედების არეშია (აქტიური ინტერფეისით Bluetooth®), მაშინ ამ მობილურ მოწყობილობასთან კავშირი აღდგება ავტომატურად. კავშირის დამყარებისას აინთება ღილაკი Bluetooth® (2).

კავშირი ‌Bluetooth® შეიძლება შეწყდეს დიდი მანძილის მიზეზით ან საზომ ინსტრუმენტს და მობილურ მოწყობილობას შორის დაბრკოლების არსებობის მიზეზით, აგრეთვე ელექტრომაგნიტური დაბრკოლების მიზეზით.ამ შემთხვევაში ღილაკი Bluetooth® (2) იწყებს ციმციმს.

ახალი კავშირის დამყარება (პირველადი კავშირი ან სხვა მობილურ მოწყობილობასთან კავშირი):

  • დარწმუნდით, რომ მობილურ მოწყობილობაზე აქტიური ინტერფეისი Bluetooth® და ფუნქცია Bluetooth® საზომ ინსტრუმენტზე.
  • ჩართეთ Bosch Levelling Remote App. რამოდენიმე აქტიური საზომი ინსტრუმენტის აღმოჩენის შემთხვევაში აირჩიეთ თქვენთვის საჭირო.
  • დააჭირეთ ღილაკს Bluetooth® (2) საზომ ინსტრუმენტზე და გეჭიროთ, სანამ არ დაიწყებს სწრაფად ციმციმს.
  • დაადასტურეთ კავშირი მობილურ მოწყობილობაზე.
  • კავშირის დამყარებისას აინთება ღილაკი Bluetooth® (2).
  • თუ დაკავშირება შეუძლებელია, ღილაკი Bluetooth® (2) აგრძელებს სწრაფად ციმციმს.

ფუნქციის გამორთვა Bluetooth®:
ხანმოკლედ დააჭირეთ ღილაკს Bluetooth® (2), რათა ჩაქრეს, ან გამორთეთ საზომი ინსტრუმენტი.

საზომი ინსტრუმენტის პროგრამული უზრუნველყოფის განახლება

თუ საზომი ხელსაწყოსთვის ხელმისაწვდომია პროგრამული უზრუნველყოფის განახლება, Bosch Levelling Remote App გაჩნდება შეტყობინება. განახლების ინსტალაციისთბის მიჰყევით აპლიკაციის მითითებებს.

განახლების დრო ღილაკი Bluetooth® (2) სწრაფად ციმციმებს. ყველა დანარჩენი ღილაკი გამოირთობა, ხოლო ლაზერული ხაზები გამოირთობა განახლების დასრულებამდე.