ექსპლუატაციაში ჩაშვება

ჩართვა/გამორთვა

საზომი ინსტრუმენტის ჩასართავად, გადაწიეთ ამომრთველი (2) პოზიციაზე „ On“ (ქანქარის ბლოკირებით სამუშაოდ) ან პოზიციაზე „ On“ (ავტომატური ნიველირებით სამუშაოდ). მდგომარეობის ინდიკატორი (7) აინთება. საზომი ინსტრუმენტი ჩართვისთანავე ასხივებს ლაზერული სხივის ხვრელიდან (1)ლაზერულ ხაზებს.

საზომი ინსტრუმენტის გამოსართავად, გადაწიეთ ამომრთველი (2) პოზიციაზე „Off“. მდგომარეობის ინდიკატორი (7) ქრება. გამორთვისას ქანქარა მექანიზმი იბლოკება.

მაქსიმალურად დასაშვები სამუშაო ტემპერატურის გადამეტებისას 50 °C ლაზერული დიოდი გამოირთობა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. როდესაც საზომი ინსტრუმენტი გაგრილდება, ის ისევ მზადაა სამუშაოდ და შეგიძლიათ მისი ჩართვა.

ავტომატური გამორთვა

თუ დაახლოებით 120 წთ განმავლობაში საზომ ხელსაწყოზე არ იქნება დაჭერილი რაიმე ღილაკი, მაშინ საზომი ხელსაწყო ავტომატურად გამოირთვება ბატარეების მუხტის ეკონომიის მიზნით.

ავტომატური გამორთვის შემდეგ საზომი ინსტრუმენტის განმეორებით ჩასართავად, ან უნდა გადაწიოთ ამომრთველი (2) ჯერ პოზიციაზე „Off“, შემდეგ ისევ ჩართოთ საზომი ინსტრუმენტი, ან ერთხელ დააჭიროთ ლაზერის ვერტიკალური (5) ან ჰორიზონტალური მუშაობის რეჟიმის ღილაკს (6).

ავტომატური გამორთვის დეაქტივაციისთვის, ჩართულ საზომ ინსტრუმენტზე გეჭიროთ ჰორიზონტალური მუშაობის რეჟიმის ღილაკი (6) მინიმუმ 3 წ. თუ ავტომატური გამორთვა დეაქტივირებულია, ლაზერული სხივები ციმციმებენ დასადასტურებლად.

მითითება: თუ სამუშაო ტემპერატურა აღემატება 45 °C, ავტომატური გამორთვის დეაქტივაცია შეუძლებელია.

ავტომატური გამორთვის გასააქტიურებლად გამორთეთ და ხელახლა ჩართეთ საზომი ხელსაწყო.