გაზომვის რეჟიმები
- დააჭირეთ ღილაკს , ფუნქციების მენიუს გასახსნელად.
- აირჩიეთ სიგრძის გაზომვის რეჟიმი და დაადასტურეთ არჩევანი, ღილაკზე დაჭერით.
- მოკლე დაჭერით დააჭირეთ ღილაკს , ლაზერის ჩასართავად.
- დააჭირეთ ღილაკს , რათა ჩართოთ გაზომვა.
- გაზომვის მნიშვნელობა აისახება ქვემოთ შედეგის სტრიქონში (f).
- გაიმეორეთ ზემოხსენებული მოქმედებები ყოველი შემდგომი გაზომვისთვის.
თუ სიგრძის რამდენიმე გაზომვა ხდება ზედიზედ, უახლესი გაზომვების შედეგები აისახება გაზომვის მნიშვნელობების სტრიქონებში (e).ყველაზე ბოლოს გაზომილი მნიშვნელობა აისახება ქვემოთ დისპლეიზე, ბოლოს წინა გაზომილი მნიშვნელობა – მის ზემოთ და ა.შ.
უწყვეტი გაზომვისას, გაზომვის მნიშვნელობა უწყვეტად აქტუალიზირდება. თქვენ შეგიძლიათ, მაგალითად, მოცილდეთ კედლიდან სასურველი მანძილით, მიმდინარე მანძილი ყოველთვის აისახება დისპლეიზე.
- დააჭირეთ ღილაკს , ფუნქციების მენიუს გასახსნელად.
- აირჩეთ უწყვეტი გაზომვა და დაადასტურეთ არჩევანი, ღილაკზე დაჭერით.
- ლაზერი ჩართულია მუდმივად.
- გადააადგილეთ საზომი ხელსაწყო მანამ, სანამ ეკრანზე არ იქნება ასახული სასურველი მანძილი.
- თქვენ შეგიძლიათ შეწყვიტოთ უწყვეტი გაზომვის შესრულება, ხანმოკლედ ღილაკზე დაჭერით.
- უწყვეტი გაზომვის გასაგრძელებლად, ისევ დააჭირეთ ღილაკს .
გაზომვის მიმდინარე მნიშვნელობა ნაჩვენებია მსხვილი შრიფტით უკეთესი კითხვადობისთვის.
უწყვეტი გაზომვის რეჟიმი ავტომატურად გამოირთვება 4 წუთის შემდეგ.
- დააჭირეთ ღილაკს , ფუნქციების მენიუს გასახსნელად.
- აირჩიეთ ფართობის გაზომვის რეჟიმი და დაადასტურეთ არჩევანი, ღილაკზე დაჭერით.
- მოკლე დაჭერით დააჭირეთ ღილაკს , ლაზერის ჩასართავად.
- პირველი გაზომვისთვის, მაგალითად, სათავსოს სიგრძის გასაზომად, დააჭირეთ ღილაკს .
- მეორე გაზომვისთვის, მაგალითად, სათავსოს სიგანის გასაზომად, დააჭირეთ ღილაკს .
მეორე გაზომვის დასრულების შემდეგ, გაზომვების ფართობი გამოითვლება ავტომატურად და აისახება. შედეგი აისახება შედეგის სტრიქონში (f). ცალკეული გაზომილი მნიშვნელობები აისახება გაზომილი მნიშვნელობების სტრიქონებში (e).