დისტანციური მართვა „Bosch Levelling Remote App“ აპლიკაციის მეშვეობით
საზომი ინსტრუმენტი არჭურვილია მოდულით Bluetooth®, რომელიც რადიოკავშირის მეშვეობით უზრუნველყოფს დისტანციური მართვის საშუალებას Bluetooth® ინტერფეისით სმარტფონით.
ამ ფუნქციის გამოყენებისთვის საჭიროა მობილური აპლიკაცია „Bosch Levelling Remote App“. საბოლოო მოწყობილობაზე დამოკიდებულად ეს აპლიკაცია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ შესაბამისი მარკეტიდან (Apple App Store, Google Play Store).
საჭირო სისტემური მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია Bluetooth®-ით დაკავშირებისთვის ხელმისაწვდომია საიტზე Bosch www.bosch-pt.com.
Bluetooth® მეშვეობით დისტანციური მართვისას, მიღების ცუდი პირობების მიზეზით, შეიძლება მობილურ მოწყობილობას და საზომ ინსტრუმენტს შორის შეყოვნებები.
Bluetooth® ჩართვა
იმისათვის, რომ ჩართოთ Bluetooth® დისტანციური მართვისთვის, დააჭირეთ ღილაკს Bluetooth® (9). დარწმუნდით, რომ Bluetooth® ინტერფეისი ჩართულია თქვენს მობილურ მოწყობილობაზე.
Bosch აპლიკაციის ჩართვის შემდეგ კავშირი მყარდება მობილურ მოწყობილობას და საზომ ინსტრუმენტს შორის. რამოდენიმე აქტიური საზომი ინსტრუმენტის აღმოჩენის შემთხვევაში აირჩიეთ თქვენთვის საჭირო. მხოლოდ ერთი აქტიური საზომი ინსტრუმენტის აღმოჩენის შემთხვევაში ხდება კავშირის ავტომატური დამყარება.
როგორც კი კავშირი დამყარებული იქნება, ინდიკატორი Bluetooth® აინთება (8).
Bluetooth® ჩართვა შეიძლება შეწყდეს დიდი მანძილის მიზეზით ან საზომ ინსტრუმენტს და მობილურ მოწყობილობას შორის დაბრკოლების არსებობის მიზეზით, აგრეთვე ელექტრომაგნიტური დაბრკოლების მიზეზით. ამ შემთხვევაში ინდიკატორი Bluetooth® ციმციმებს (8).
Bluetooth® გამორთვა
იმისათვის, რომ გამორთოთ Bluetooth® დისტანციური მართვისთვის, დააჭირეთ ღილაკს Bluetooth® (9) ან გამორთეთ საზომი ინსტრუმენტი.