სამუშაო მითითებები
სიღრმის შემზღუდველის მეშვეობით (17) შეგიძლიათ დააყენოთ საჭირო ბურღვის სიღრმე X.
- დააჭირეთ სიღრმის შემზღუდველის რეგულირების ღილაკს (15) და ჩასვით სიღრმის შემზღუდველი დამატებით ტარში (16).
ღარვა სიღრმის შემზღუდველზე (17) მიმართული უნდა იყოს ქვევით. - ჩასვით სამუშაო ინსტრუმენტი SDS-plus პატრონში ბოლომდე SDS-plus (2). წინააღმდეგ შემთხვევაში სამუშაო ინსტრუმენტის SDS-plus გადაადგილებამ შესაძლოა გამოიწვიოს ბურღვის სიღრმის არასწორი რეგულირება.
- გამოსწიეთ სიღრმის შემზღუდველი გარეთ იმდენად, რომ ბურღის ბოლოს და სიღრმის შემზღუდველის ბოლოს შორის შეესაბამებოდეს ბურღვის სასურველ სიღრმეს X.
- თუ მჭრელი ინსტრუმენტი იჭედება ან ჩაახვევს, საბურღი შპინდელის ძრავა იბლოკება.ყოველთვის მყარად გეჭიროთ ელექტროხელსაწყო ორივე ხელით მუშაობის დროს წარმოქმნილი ძალების გამო.
- გამორთეთ ელექტროხელსაწყო და დააფიქსირეთ გამოსაცვლელი ხელსაწყო ელექტროხელსაწყოს ბლოკირების შემთხვევაში.ელექტროინსტრუმენტის ჩართვისას გაჭედილი საბურღით წარმოიქმნება მაღალი უკუ მომენტები.
სწრაფი გამორთვის ფუნქცია (KickBack Control) უზრუნველყოფს ელექტროხელსაწყოს უკეთესს კონტროლს და ამრიგად აუმჯობესებს მომხმარებლის დაცვას სხვა ელექტროხელსაწყოებთან შედარებით KickBack Control-ის გარეშე. ელექტროხელსაწყოს მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი ბრუნვისას საბურღი ღერძის გარშემო ელექტროხელსაწყო გამოირთვება.
- განმეორებითი ჩართვისთვის აუშვით ამომრთველი (10) და ისევ დააჭირეთ მას.
სწრაფი გამორთვის ფუნქციის ამუშავების შესახებ გაფრთხილებთ განათების ციმციმი (14) ელექტროხელსაწყოზე.
- ელექტროხელსაწყო დააყენეთ ქანჩზე/ხრახნზე მხოლოდ გამორთულ მდგომარეობაში. ბიტები შესაძლოა ჩამოსრიალდეს გამოსაცვლელი ინსტრუმენტის ბრუნვის დროს.
ბიტების გამოსაყენებლად დაგჭირდებათ უნივერსალური დამჭერი (22) კუდით SDS-plus (აქსესუარი).
- გაწმინდეთ და ოდნავ გაპოხეთ დასაშვები კუდის ჩასასმელი ბოლო.
- ჩასვით უნივერსალური დამჭერი ინსტრუმენტის პატრონში, მოატრიალეთ ისე რომ ავტომატურად დაფიქსირდეს.
- შეამოწმეთ ფიქსაცია, უნივერსალური დამჭერის გამოწევის მცდელობით.
- დააყენეთ ბიტი უნივერსალურ დამჭერში. გამოიყენეთ მხოლოდ ბიტები, რომელიც ერგება ხრახნის თავაკს.
- იმისთვის, რომ მოხსნათ უნივერსალური დამჭერი, გაწიეთ ფიქსირების მილისი (4) უკან და მოხსენით უნივერსალური დამჭერი (22) ინსტრუმენტის პატრონს.
მითითება: იმისათვის, რომ უსაფრთხო გახდეს ელექტროხელსაწყო ვარდნისას, საჭიროა გამოიყენოთ ვარდნისგან დამცავი აღჭურვილობა (24), რომელიც შეესაბამება სისტემის წონას. ვარდნისგან დამცავი აღჭურვილობის მაქსიმალურად დასაშვები სიგრძე შეადგენს 1,8მ. დააფიქსირეთ მხოლოს დამაგრების დასაშვებ ადგილზე (23)ელექტროხელსაწყოზე.
ვარდნისგან დამაცვი აღჭურვილობის სახით უკეთესია გამოიყენოთ ნივნივი ანკერული მომდები მოწყობილობით ან ვარდნისგან დამცავი აღჭურვილობა ამორტიზატორით.
ვარდნისგან დამცავი აღჭურვილობის მიმაგრებისას აუცილებელია გაითვალისწინოთ (24) მონაცემები, რომლებიც მოყვანილია ექსპლუატაციის მოცემულ სახელმძღვანელოში.
- ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვარდნისგან დამცავი აღჭურვილობის საწინააღმდეგო მხარე მიმაგრებული იყოს მყარ კონსტრუქციაზე (მაგ.: შენობაზე ან ხარაჩოზე), და არა თვით მომხმარებელზე.
ვარდნისგან დამცავი აღჭურვილობა უნდა თავისუფლად ბრუნავდეს და ყენდებოდეს ელექტროხელსაწყოზე მხოლოდ ფიქსირებულ წერტილში (25) დამაგრების დასაშვებ ადგილზე (23).
აირჩიეთ ფიქსირებული წერტილი (25) , რათა ელექტროხელსაწყომ შეძლოს ვარდნა ვარდნისგან დამცავ აღჭურვილობაში, ბრუნვის და მომხმარებლისთვის ზიანის მიყენების საფრთხის გარეშე.
არასოდეს არ გამოიყენოთ მოწყობილობის ვარდნისგან დამცავი აღჭურვილობა დაყენებული მტვერსასრუტით GDE 12.